თსუ-ს საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა
საზოგადოება - 18:06, 21 Oct, 2019     781

დუდუ დადიანის მემორიალური თასის 2019 წლის მფლობელის თსუ საკალათბურთო გუნდის წარმომადგენელთა დაჯილდოება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, კალათბურთელები, მწვრთნელები, გუნდის ექიმები, თსუ კალათბურთის გუნდის ფანკლუბის წევრები დაესწრნენ.

თსუ რექტორის, გიორგი შარვაშიძის თქმით, თსუ დიდი ხნის განმავლობაში იყო ერთ-ერთი წამყვანი გუნდი ქართულ კალათბურში და ძალიან კარგია რომ შევძელით დაბრუნება სუპერლიგაში. „დუდუ დადიანის თასი კარგი ჯილდო და მოტივატორია იმისთვის, რომ უკეთესი შედეგები დავდოთ. ზოგადად მიმაჩნია, რომ საუნივერსიტეტო კალათბურთი და სპორტი არის ქვაკუთხედი დიდი სპორტის განვითარების. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი სტუდენტი იყოს ჩაბმული სპორტში, რადგან იგი ჯანსაღი ცხოვრების წესია. მივესალმებით ნებისმიერ გამარჯვებას, რომელიც მოტივაციას გაუჩენს სხვას, რომ გახდეს უფრო სპორტული,“- აღნიშნა თსუ რექტორმა.

კალათბურთელებს მადლობის სიგელები თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ხარჯავანიძემ გადასცა. თსუ საკალათბურთო გუნდის მომავალ გეგმებზე ისაუბრა კალათბურთელმა გიორგი კორსანტიამ: „ჩვენი გუნდი ახალი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, გვყავს ახალი სამწვრთნელო შტაბი. ჩვენი მიზანია შევთამაშდეთ, ერთმანეთს უკეთ გავუგოთ. შემდეგ, რაც შეიძლება ოპტიმალურ ფორმაში შევიდეთ და მოვახერხოთ, რომ რეგულარულ სეზონში მაღალი ადგილი დავიკავოთ და ფლეი ოფში მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ. პირველ რიგში, ოთხეულში გავიდეთ და მაქსიმუმი იქნება ჩემპიონობა.“

ღონისძიებაზე თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ 45 წლის განმავლობაში თსუ საკალათბურთო გუნდების მწვრთნელი ნუგზარ მარკოიშვილი ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვისუნივერსიტეტის საიუბილეო მედლით დააჯილდოვა. „უნივერსიტეტს ძალიან დიდი ტრადიცია აქვს, მისი დაარსებიდან მოყოლებული კალათბურთი ყოველთვის იყო მაღალ დონეზე. მადლობა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას,რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს იმისთვის,რომ უნივერსიტეტის კალათბურთი იყოს შესაბამის სიმაღლეზე,“-განაცხადა ნუგზარ მარკოიშვილმა.

„ვულოცავ უნივერსიტეტს ამ დიდ წარმატებას და ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არამედ სხვა უნივერსიტეტებიც ჩაებან იმ ფერხულში, რასაც ქართული კალათბურთის სამსახური ჰქვია. ვფიქრობ, შორს არ არის ის დრო, როცა სუპერლიგაში მხოლოდ და მხოლოდ თსუ არ იქნება წარმოდგენილი,“- აღნიშნა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა.

დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის ფინალში თსუ-ს კალათბურთელებმა ბათუმის გუნდი ანგარიშით 87:69 დაამარცხეს. ტურნირის საუკეთესო კალათბურთელად თსუ-ს ცენტრფორვარდი გიორგი კორსანტია დასახელდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42