მამაკაცმა მშობლები მოკლა, რადგან ჩათვალა, რომ ისინი ძაღლს ცუდად უვლიდნენ.
ფილმებზე მომუშავე სპეციალური ეფექტების შემქნელს, სერგეი კუდრიასტევს, მკვლელობის გამო 26 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაციის თანხმად, იგი “ბეჭდების მბრძანებლის“ გადაღებაზე მუშაობდა და ფილმისთვის ჯგუფთან ერთად სპეციალურ ეფექტებს ჰქმნიდა,- ინფორმაციას ავრცელებს INDEPENDENT-ი
48 წლის ბრალდებულს ორმაგი მოქალაქოება აქვს- იგი როგორც ახალი ზელანდიის, აგრეთვე რუსეთის მოქალაქეცაა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მამაკაცმა მკვლელობა განახორციელა იმის გამო, რომ მშობლები არ უვლიდნენ მის ძაღლს, ნეაპოლურ მასტიფს ისე, როგორც შინარუ ცხოველს ეს სჭირდებოდა.
ზელანდიაში ცხოვრებისას, ბრალდებულს ორი ძაღლი ჰყავდა, ბორისი და ნიკიტა. როდესაც ბორისი ავად გახდა და გარდაიცვალა, მან მასტიფის ლეკვი მოიყვანა სახლში. გარკვეული პერიოდის შემდეგ კი ნიკიტაც გარდაიცვალა- ამ ამბავში კი სერგეი კუდრიავსტევმა თავისი ცოლი დაადანაშაულა, რის გამოც ისინი ერთმანეთს დაშორდნენ.
მამაკაცი ცოლთან გაყრის შემდეგ თავისი მშობლების სახლში დაბრუნდა. ბრალდებულმა, როგორც აღიარა, იგი მშობლებს შეურაცხმყოფელად მოეპყრო მას შემდეგ, რაც მათ ძაღლის ოთახში ფანჯარა ღია მდგოამრეობაში დატოვეს. 48 წლის კუდრიავსტევის თქმით, აღნიშნული გულგრილობა გამოიწვევდა კბილის ინფექციის მქონე ძაღლისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას. გაბრაზებულმა მამაკაცმა აფექტის მდგომარეობაში დანის გამოყენებით მშობლები დახოცა- საძინებელისკენ მიმავალ დედასა და მამას- კისრის არეშეი რამდენიმეჯერ დანის ჩარტყმით ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციასთან ინტერვიუში მან განაცხადა, თუ როგორ უყვარდა ძაღლი, უფრო მეტად, ვიდრე მეუღლე და მშობლები, რომლებიც თვლიდნენ, რომ „ძაღლები ადამიანთან თანაბარი არსებები არ უნდა ყოფილიყვნენ“.
მასალის გამოყენების პირობები






