უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, მისი ქვეყანა გამოიყენებს ძალას საზღვრების დასაცავად, თუკი თურქეთი საზღვრებს გაუხსნის სირიელ ლტოლვილებს ევროპისკენ,- ინფორმაციას FOXNEWS-ი ავრცელებს.
„შემდგომ კვირებში გადაწყდება საკითხი იმის შესახებ, თუ რას აპირებს თურქეთი 3,6 მილიონ ლტოლვილთან დაკავშირებით, რომლებიც სირიაში მიმდიანრე სამოქალაქო დაპირისპირების გამო ცხოვრობენ მოსაზღვრე სახელმწიფოში უკვე რამდენიმე წელია“ ,- განაცხადა ორბანმა.
2015 წელს მიგრაციული კრიზისის პიკზე ასობით ათასი მიგრანტი და ლტოლვილი შემოვიდა ევროპაში ბალკანეთის მარშრუტით. უნგრეთმა, რომელიც ამ ტალღის წინა ხაზზე იყო, განახორციელა მკაცრი სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები და საზღვრის გასწვრივ ღობეები ააგო, რომლის საშუალებითაც არ მისცა სირიიდან გამოქცეულ მშვიდობიან მოქალაქეებს უნგრეთის ტერიტორიაზე შემოსვლის უფლება.
გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი იმუქრებოდა, რომ ევროპაში ლტოლვილების განდევნა მოხდება, თუ ევროკავშირი თურქეთის სამხედრო ოპერაციას სირიის "ოკუპაციას“ უწოდებს.
„ჩვენ გავხსნით ევროპულ კარიბჭეს და 3.6 მილიონ ლტოლვილს მივცემთ უფლებას, შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე“ ,- განაცხადა ერდოღანმა.
მასალის გამოყენების პირობები






