ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში ხუთი ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მძვინვარე პროტესტის ფონზე დემონსტრანტებმა ტანსაცმლის ქარხანას ცეცხლის წაუკიდეს,- ინფორმაციას ავრცელებს BBC.
სამხედროებმა და პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს, დიდ ქალაქებში არეულობის განსამუხტად სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ დაწესებულია კომენდანტის საათი.
ჩილეში არეულობა მას შემდეგ შეიქნა, რაც მთავრობამ მეტროს გადასახადი გააძვირა 800-იდან 830 პესომდე.
ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიამ პინერამ მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: „ ჩვენ ომში ვართ ძლიერი მტრის წინააღმდეგ, რომელიც ძალადობს ყოველგვარი ძალადობის გარეშე."
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად , მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს რამდენიმე ავტობუსს, დაარბიეს მეტროსადგურები და სასტიკას სცემეს პოლიციელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, სულ მცირე 70 ინციდენტი იყო სერიოზული ძალადობის, ასევე 40-მდე ფაქტი დაფიქსირდა სუპერმარკეტებისა და კერძო ობიექტების გაძარცვის.
მასალის გამოყენების პირობები






