ვიდეოს ავტორი აცხადებს, რომ კადრები სოციალურ ქსელში განათავსა იმიტომ, რომ პატრონს თავისი საქციელის შერცხვენოდა.
„გუშინ დილით, როდესაც ჩემი შვილები სამსახურში მიდიოდნენ, დაინახეს, რომ შუახნის მამაკაცმა ავტომობილიდან ძაღლი ჩამოსვა და ნელი სვლით დაძრა მანქანა. ძაღლი მაშინვე დადევნებია პატრონს. ჩემს შვილებს უფიქრიათ, რომ მამაკაცი ძაღლს ავარჯიშებდა, თუმცა რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, როდესაც ავტომობილმა სიჩქარეს მოუმატა, ჩემები მიხვდნენ, რომ ძაღლი პატრონმა დატოვა. ბავშვები იმ ავტომობილს აედევნენ და მძღოლს მოუწოდეს ძაღლი მანქანაში ჩაესვა. მძღოლის პასუხი ასეთი იყო: სად წავიყვანო?! მე საზღვარგარეთ ვიმყოფები და სწორედ იმ დროს დავურეკე ჩემს შვილებს. აღელვებულები იყვნენ და მითხრეს რაც მოხდა. ვთხოვე ვიდეო გამოეგზავნათ ჩემთვის. როცა ეს კადრები ვნახე, ისე აღვშფოთდი, მაშინვე სოციალურ ქსელში განვათავსე იმ მოტივით, რომ მის პატრონს ასეთი საქციელი შერცხვენოდა. სამწუხაროა რაც მოხდა.
- ჩვენ დაგვიკავშირდა იმ ავტომობილის მძღოლი, რომელსაც ძაღლი მისდევდა და გვითხრა, რომ ცხოველი მისი არ იყო.
- ის არ იტყვის, რომ მე ეს გავაკეთეო. სამწუხაროდ ძალიან პატარა ვიდეოა, თუმცა ამ ყველაფერს გაგრძელება მოჰყვა. ძაღლის მეპატრონემ, რომელმაც თავი დამნაშავედ იგრძნო, ავტომობილის სიჩქარე შეანელა, ჩამორჩა ჩემი შვილების მანქანას, რათა არ მომხდარიყო საუბრის გაგრძელება. რატომ არ მისდევდა ძაღლი ჩემი შვილების ან სხვის ავტომობილს?! ამ კადრების გავრცელების შემდეგ ბევრმა მოგვწერა, რომ აგვეღო ვიდეო სოციალური ქსელიდან... გუშინ ღამით დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ძაღლი, რომელიც ავტომობილს მისდევდა, იმყოფებოდა მირიან მეფის ქუჩაზე. გამოგვიგზავნეს ფოტოც. ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი მისი წაყვანის, თუმცა დღეს დილით იმავე ტერიტორიაზე, ერთ-ერთმა მცხოვრებმა დაიტოვა. ვიცით, რომ საიმედო ხელშია.
მანქანის მძღოლი ამბობს, რომ ძაღლი მისი არ არის. „ვიდეო ნახვის შემდეგ ბევრი ადამიანი მიკავშირდება, კიდევ ერთხელ ვამბობ და გთხოვთ დაწეროთ, რომ ეს ძაღლი ჩემი არ არის“, - ამბობს მანქანის მძღოლი მამაკაცი.
მასალის გამოყენების პირობები






