Brexit-ის საგა - გადადებული კენჭისყრა და სამი წერილი ევროკავშირს
მსოფლიო - 13:41, 20 Oct, 2019     670

დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა ევროკავშირიდან გასვლის ახალი შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება კვლავ ვერ მიიღო და კენჭისყრა მომავალი კვირისთვის გადადო. BBC-ის ინფორმაციით, 19 სექტემბერს კენჭისყრის ჩატარების შემთხვევაში შეთანხმება ჩავარდებოდა, რადგან მისი მიღებისათვის აუცილებელი 320 ხმის ნაცვლად დოკუმენტს მხარს მხოლოდ 310 პარლამენტარი დაუჭერდა. შეგახსენებთ, Brexit-ის ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

ამასთან, პარლამენტმა მიიღო ე.წ. "ლეტვინის" შესწორება, რომლის თანახმადაც, სანამ ხელშეკრულებას კენჭისყრაზე გაიტანენ, უნდა იქნას ყველა ის კანონი, რომელიც ამ შეთანხმების შესრულებას უზრუნველყოფს. პარლამენტს ვადა ამისთვის 31 ოქტომბრამდე აქვს.

დეპუტატების უმრავლესობა კვლავ ითხოვს ევროკავშირიდან გასვლის ვადის გადაწევას, თუმცა პრემიერი ბორის ჯონსონი ჯიუტად იმეორებს, რომ არავითარი გადაწევა არ მოხდება და 31-ში ბრიტანეთი ევროკავშირიდან მაინც გავა, შეთანხმების გარეშეც კი.

გუშინ ბრიტანეთის მთავრობის სახელით ევროკავშირში სამი წერილი გაიგზავნა.

პირველი - პარლამენტის წევრების მიერ ჯერ კიდევ სექტემბერში დამტკიცებული წერილი ბრექსიტის თარიღის გადაწევის შესახებ. მასზე ჯონსონს ხელი არ მოუწერია.

მეორე - ბორის ჯონსონის წერილი ტუსკს, სადაც ის აცხადებს, რომ ბრექსიტის გადაწევა ვნებს როგორც ბრიტანეთს, ასევე ევროკავშირს და იგი იმედოვნებს, რომ ბრექსიტის პროცესი 31 ოქტომბრისთვის აუცილებლად დასრულდება.

მესამე - ევროკავშირში ბრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლის წერილი, სადაც იგი განმარტავს, რომ ტარიღის გადაწევის მოთხოვნა ეკუთვნის პარლამენტს და არა მთავრობას.

როდის დადგება ახალი შეტანხმება პარლამენტში კენჭისყრაზე ამის შესახებ გადაწყვეტილებას სპიკერი 21 ოქტომბერს მიიღებს.

ამ პროცესს, რომელიც უკვე სამ წელზე მეტია გრძელდება ბრიტანეთში "ბრექსიტის საგას" უწოდებენ და ყველა ინტერესით ელოდება, რა იქნება ფინალურ სერიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42