„ ჩვენთან დღისითაც მიმდინარეობს ძაღლების მასობრივი ხოცვა. დილით ადრე იწყებენ ამ პროცესს, რომელსაც ხედავენ სკოლისკენ მიმავალი ბავშვებიც. აღნიშნული შემთხვევების შემდეგ, ირგვლივ სულ სისხლია ხოლმე, მოკლულ ძაღლებს კი მიათრევენ და აწყობენ მანქანებზე. დიახ, აქ არის ზოგიერთი ისეთი ძაღლი, რომელიც იკბინება ,მაგრამ ასეთი ბარბაროსული აქტი დასაშვებია? ეს საზარელი ფაქტი ვნახე ჩვენს ეზოში ბავშვებთან ერთად“ ,- აცხადებს ერთ-ერთი აფხაზი ადგილობრივი მაცხოვრებელი. მისი განცხადებით, ზოგიერთი ადამიანი მალავს ძაღლებს სარდაფებსა და მიტოვებულ შენობებში, რადგან არ იმეტებენ მათ მოსაკლავად.
ტყვარჩელის რაიონის ხელმძღვანელის, აიდა ჩაჩხალიას განცხადებით, აღნიშნულ ფაქტებს ადგილი აქვს იმიტომ, რომ ქალაქის მოსახლეობა ითხოვს მთავრობისგან მაწანწალა ძაღლების მოშორებას. მისი თქმით, გადაჭარბებულია შეფასება ძაღლების მასობრივ დახოცვაზე, თუმცა ის ფაქტი მართალია, რომ ქალაქს არ აქვს საკმარისი სახსრები მაწანწალა ძაღლების შენახვასა და მკურნალობაზე.
დღესდღეობით ოკუპირებულ აფხაზეთში არ არსებობს სპეციალური კანონი, რომლითაც ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა დასჯადი გახდება. არსებობს მინიმალური ჯარიმები მსგავსი შემთხვევის დროს, რომელიც 1800 რუბლს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები






