ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები ჩრდილოეთ მაკედონიისა და ალბანეთის ევროკავშირში გაწევრიანების სკითხს განიხილავდნნენ, თუმცა უთანხმოებების დაძლევა ვერ შეძლეს. დასავლეთ ბალკანეთის ამ ორი ქვეყნის მიღების მთავარი მოწინააღმდეგე საფრანგეთია, რომელიც სიფრთხილეს იჩენს, თუმცა, უმრავლესობა საკითხის გადაწყვეტის მომხრეა.
"არსებობს გარკვეული ელემენტები, რომლებიც უნდა დარეგულირდეს. მხედველობაში მაქვს მიგრაცია და ასევე ევროკომისიის მიერ დაყენებული გარკვეული პირობები. მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ეს სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია და მინდა დადებითი სიგნალი გავუგზავნო ამ ქვეყნების ხალხებს, მაგრამ ჩვენ მეტი დრო გვჭირდება, რომ ეს პროცესი ნორმების ჩარჩოში მოვაქციოთ," - განაცხადა ემანუილ მაკრონმა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტი ბალკანელების მიღების მომხრეა.
"ეს ტერიტორიები ოსმალეთის იმპერიას ემორჩილებოდნენ, ხოლო მეპორე მსოფლიო ომის სემდეგ იქ კომუნისტური რეჟიმი გამეფდა. ახლა ისინი ევროკავშირში მიღებას ელოდებიან, ეს მათი ამბიციაა და ჩვენი ყოყმანი ისტორიული შეცდომა იქნება," - აცხადებს კონტი.
ორივე ქვეყნის ლიდერი თვლის, რომ ისინი უკვე აკმაყიფილებენ წევრობის კრიტერიუმებს, ხოლო ევროკავშირის ჩამოუყალიბებლობამ შეიძლება პრობლემები შეგვიქმნას," - აცახდებს ალბანეთის პრემიერი ედი რამა.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ევროკავშირის წევრობის კანდიდატები არიან და ევროგაერთიანება მათ მოუწოდებს, რომ რეფორმები ბოლომდე მიიყვანონ.
მასალის გამოყენების პირობები






