რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედების განცხადებით, მოსკოვი მზადაა, უპასუხოს დასავლეთს პოლიტიკური და სამხედრო ბერკეტებით, თუ ისინი განათავსებენ ნატოს ბაზებს რუსეთის ფედერაციის სიახლოვეს,- ამის შესახებ აღნიშნა რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელმა სერბულ გამოცემასთან საუბარში.
„ჩვენ ვართ დიდი ქვეყანა, ძლიერი ატომური არსენალით და ვერ გვექნება პოზიტიური დამოკიდებულება ნატოს ბაზების განლაგებაზე რუსეთის ფედერაციის საზღვრებთან. ჩვენ მსგავს შემთხვევებს უპასუხოდ არასდროს ვტოვებდით და მომავალშიც იმავეს გავაგრძელებთ. პასუხი ჩვენი მხრიდან აღნიშნულ მოვლენებს თუ საჭიროა, პასუხს გავცემთ ეკონომიკური და სამხედრო ბერკეტებითაც" - განაცხადა მედვედევმა..
მანვე გააფრთხილა ნატო და მოუწოდა, რომ ნუ ცდილობს ისეთი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებას, რომელთაც შიდა კონფლიქტები გააჩნიათ. იგი ნატოში შემავალ ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, უკრაინა და ბოსნია-ჰერცოგოვინა მოუწოდებს დაფიქრდნენ ამ გადაწყვეტილებებზე, რადგან რუსეთი არ დაუშვებს ნატოს ჯარების მოახლოებას მათ საზღვრებთან.
მასალის გამოყენების პირობები






