19 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში "სუპერ შაბათია" - ქვეყნის პარლამენტი ევროკავშირიდან გასვლის ახალ შეთანხმებას განიხილავს, რომელსაც პრემიერმა ბორის ჯონსონმა 17 სექტემბერს მიაღწია. ახალ შეტანხმებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რომელიც ძირითადად ჩრდილოეთ ირლანდიას შეეხება.
ერთი შეხედვით, ახალ შეთანხმებას Brexit-ის კრიზისი უნდა დაესრულებინა, თუმცა, ჯონსონის ოპოზიცია პარლამენტში, რომელსაც ლეიბორისტი ჯერემი კორბინი ხელმძღვანელობს, ახალი შეთანხმებისადმი სკეპტკურად არის განწყობილი და მის ჩაგდებას აპირებს. შეტანხმებით უკმაყოფილოა ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატ იუნიონისტთა პარტიაც, რომელიც კონსერვატორთა მომხრეა, მაგრამ აცხადებს, რომ იგი მზად არ არის ამ შეთანხმების მხარდაჭერისთვის.
ევროკავშირიდან გასვლის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ თუ ხელშეკრულება კვლავ ჩავარდება, მოლაპარაკებების პროცესი რამდენიმე თვით კიდევ უნდა გაგრძელდეს, ან ახალი რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს, სადაც კიდევ ერთხელ დადგება ბრიტანეთის ევროკავშირში ყოფნა-არყოფნის საკითხი.
თუმცა, ჯონსონი მტკიცე პოზიციაზე დგას და მიაჩნია, რომ პარლამენტი ახალ ხელშეკრულებას მხარს დაუჭერს, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი 31 ოქტომბერს ევროკავშირის დატოვებას ყოველგვარი წინალირობის გარეშე აპირებს.
შეგახსენებთ, Brexit-ის შესახებ გადაწყვეტილება ბრიტანელებმა 3 წლის წინ მიიღეს რეფერენდუმის მეშვეობით (52 მომხრე, 48 მოწინააღმდეგე). ეს ერთადერთი გადაწყვეტილებაა ევროკავშირის ისტორიაში, რომლის შედეგადაც იგი წევრ სახელმწიფოს კი არ იმატებს, არამედ კარგავს.
მასალის გამოყენების პირობები






