აზერბაიჯანის პრეზიდენტად კიდევ ერთხელ არჩეული ილჰამ ალიევის ინაუგურაცია მილი მეჯლისში გაიმართა. ცერემონიას აზერბაიჯანის ოფიციალური პირები, მეჯლისის დეპუტატები და უცხო ქვეყნების ელჩები ესწრბოდნენ.
ალიევმა აზერბაიჯანის კონსტიტუციაზე ხელის დადებით ფიცი დადო: „აზერბაიჯანის რეპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებისას, ვფიცავ დავიცვა აზერბაიჯანის რეპუბლიკის კონსტიტუცია, სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და მისი ტერიტორიული მთლიანობა, ღირსეულად ვემახურო ხალხს!“.
ჰიმნის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა კიდევ ერთი ფიცი დადო ყურანზე: „ყურანზე ხელის დადებით ვფიცავ, რომ ვიქნები აზერბაიჯანელი ერის მიერ საუკუნეების მანძილზე შექმნილი ეროვნული სულიერი ღირებულებებისა და ტრადიციების ერთგული“.
ამის შემდეგ, ალიევმა მუხლი მოიყარა და ქვეყნის დროშას ემთხვია.
აზერბაიჯანში არჩევნები 9 ოქტომბერს ჩატარდა. ილჰამ ალიევს 84% -მა მისცა ხმა.
მასალის გამოყენების პირობები






