მექსიკაში ნარკომოვაჭრეებმა ტყვიამფრქვევებიდან 4 საათიანი უწყვეტი ცეცხლის გამო პოლიციელები აიძულეს, ნარკობარონის შვილი გაეთავისუფლებინათ ( ვიდეო)
მსოფლიო - 23:02, 18 Oct, 2019     6363

მექსიკის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ კულიაკანში შეტაკება მოხდა ნარკო-კარტელის ბანდებსა და სამართალდამცავებს შორის. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც პოლიციელებმა ქალაქში პატრულირებისას ერთ-ერთ სახლში აღმოაჩინეს ოვიდიო გუზმან ლოპესი, მექსიკის ცნობილი ნარკობარონის, ხოაკინ გუზმანის შვილი,- ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სროლა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა- გუზმანის დაკავებისთანავე ნარკო კარტელის წერვრი შეიარაღებული მამაკაცები გამოჩნდნენ, რომელთაც ტყვიამფრქვევებიდან გახსნეს ცეცხლი პოლიციის მანქანების მიმართულებით, რის გამოც მექსიკელ სამართალდამცავებს გუზმანის გაშვება მოუწიათ- მიზეზად კი პოლიციელების სიცოცხლის შენარჩუნება და ქალაქში სიმშვიდის შენარჩუნება დაასახელეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეტაკებებს 8 ადამიანი ემსხვერპლა და 21 მძიმედ დაიჭრა, დაიწვა აგრეთვე რამდენიმე პოლიციისა და მოქალაქი მანქანა.

მექსიკის პრეზიდენტის, ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორის თქმით, გადაწყვეტილება განპირობებული იყო ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოებიდან გამომდინარე.

გუზმანის ადვოკატის განცხადებით, ოვიდიო გუზმანი ცოცხალი და თავისუფალია. თვითმხილველთა განცხადებით, ქალაქში უწყვეტი სროლის გამო მოსახლეობა დაშინებულია და გარეთ არ გამოდის.

კულიკანი მექსიკაში კრიმინალის დონით ერთ-ერთი ყველაზე საშიში ქალაქია, სადაც ნარკოტიკის წარმოება 1940 წლიდან დღემდე გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ნარკო ბარონი, ელ-კაპო (ხოაკინ გუზმანი) დაკავებულია, იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და გავლენიან დამნაშავედაა მიჩნეული ქალაქსა და რეგიონში.

ხოაკინ გუზმანი 2015 წელს დააკავა მექსიკის პოლიციამ , თუმცა მან მოახერხა ციხიდან გაქცევა, 2017 წელს კი აშშ-ში მოხდა მისი ექსტრადირება და სამართალდამცავებისთვის გადაცემა.

მას ბრალად დასდეს ასეულობით ტონა კოკაინის, ჰეროინისა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების შეტანა-ვაჭრობისთვის ამერიკის ტერიტორიაზე.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42