ჩეხეთის განვითარების სააგენტოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის 2017 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა მემორანდუმი პროექტის - “ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ - განხორციელებასთან დაკავშირებით.
პროექტის ფარგლებში, 2019 წლის 21 ოქტომბერს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიურ კლინიკას ეწვევიან ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება პეტრ მიკისკა; ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ბატონი რადეკ პოლიცარი; ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ურთიერთობების განვითარების საკითხებში, ბატონი იან ჩერნიკი, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ქალბატონი ლუცია ნეჩასოვა; ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოს განვითარების პროგრამების კოორდინატორი, ქალბატონი სოფია ქამუშაძე.
მემორანდუმის საფუძველზე, - სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი აფინანსებს გ. ჟვანიას პედიატრიის აკადემიურ კლინიკის მიმდებარედ ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ ხუთ-სართულიანი კლინიკის მშენებლობას, რომელშიც გაერთიანდება ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის ცენტრი და აშენების შემდეგ იზრუნებს მის ფუნქციობასა და მოვლა-პატრონობაზე.
მასალის გამოყენების პირობები






