კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კომისიის კომპეტენციის აღიარებაზე უარის თქმის მიზეზია „არსებითად გაზრდილი საერთაშორისო ვითარების რისკები“ და „არაკეთილსინდისიერი სახელმწიფოების მიერ, კომისიის ძალაუფლების ბოროტად გამოყენების რისკი პოლიტიკური მიზნებისთვის“. დოკუმენტში არაფერია ნათქვამი თუ კონკრეტულად რომელ სახელმწიფოებზეა საუბარი.
ცალკე აღნიშნულია, რომ კომისიის შემადგენლობაში რუსეთს არ ჰყავდა წარმომადგენელი, ხოლო ქვეყნის ხელისუფლება ყოველწლიურად იხდიდა თავის წილს ქვეყნის ბიუჯეტიდან.
ხელშეკრულება, რომელიც ცნობს საერთაშორისო კომისიის კომპეტენციას შეიარაღებულ კონფლიქტებში ჰუმანიტარული სამართლის დარღვევების გამოძიების შესახებ, საბჭოთა კავშირის მიერ რატიფიცირებული იქნა 1977 წელს. თავად კომისია შეიქმნა 1949 წელს, ჟენევის მეოთხე კონვენციის ფარგლებში, მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად.
საუბარია ჟენევის მეოთხე კონვენციაზე, რომელიც 1949 წელს არის მიღებული. ამ კონვენციის ხელმომწერები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ როგორც უშუალოდ ომის დროს, ასევე, შეიარაღებული დაპირისპირებისას, როდესაც ომი გამოცხადებული არ არის, და სხვა ქვეყნის ოკუპაციის შემთხვევაში. ამ კონვენციის ხელმომწერები გარკვეულ ვალდებულებებს იღებენ როგორც უშუალოდ ომის დროს, ასევე, შეიარაღებული დაპირისპირებისას, როდესაც ომი გამოცხადებული არ არის, და სხვა ქვეყნის ოკუპაციის შემთხვევაში.
მასალის გამოყენების პირობები






