არ მოიხსნათ სამკაული.
კაცების 90% და ქალების 74% შიშველი კავდება სექსით, ქალების 93 პროცენტი კი ყველა სამკაულს იხსნის. სხეული გაცილებით უფრო სექსუალურია, როცა მასზე თუნდაც ერთ რამეს იტოვებთ. სამკაულები, ბრჭყვიალა საგნები შიშველ სხეულზე იმდენად აღაგზნებს, რომ მკვდარსაც წამოაყენებს. თანაც გახურებული კანით მათზე შემთხვევითი შეხება კონტრასტს იწვევს და დამატებითი სექს-სტიმულატორია.
სექსოლოგები წყვილებს ურჩევენ, რომ გასცდნენ საწოლს - წყვილების 96%-ს სექსი ძირითადად საკუთარ საწოლში აქვთ.
შეიცვალეთ გარემო! ამას ვიაგრაზე მეტი ეფექტი აქვს! რატომ? დროთა განმავლობაში ცოლ-ქმრულ სარეცელს ვნებების შარავანდედი სცილდება და ძილისა და დასვენების ასოციაციას ტოვებს.
თუნდაც სულ პაწაწინა ბინაშიც კი შეიძლება არაერთი მოხერხებული და არასტანდარტული ადგილის მოძებნა ამისთვის. მაგალითად, სარეცხი მანქანა! ქალი ჩართულ სარეცხ მანქანაზე ზის… მამაკაცი დგას… დაუვიწყარი შეგრძნებაა.
სექსოლოგების მესამე რჩევა შუქის ანთებაა. წყვილების 12% სექსით სიბნელეში კავდება, 21% დაბალ შუქზე, მათ შორის სანთლის შუქზეც და მხოლოდ 7% ამჯობინებს ხოლმე მკვეთრ შუქს და სექსს დღისით. არადა, ვიზუალურ გამოსახულებებზე ზემოთაც ვთქვით, გარემოს შეცვლაზეც... ჰოდა, გამოდით სოროდან და გაახილეთ თვალები! სცადეთ დღისითაც!
სექსოლოგები წყვილებს ურჩევენ, რომ სექსის დროს ილაპარაკონ, მაგრამ არა სამსახურზე. ინტიმური სიახლოვის დროს კაცების მხოლოდ 35% და ქალების 18% ამბობს კომპლიმენტებს და გამოხატავს კმაყოფილებას, არადა ის სიტყვები, რომელბსაც სიყვარულით დაკავებული წყვილები წარმოთქვამენ, ფსიქოლოგების ენით რომ ვთქვათ, ერთგვარ "ნიშნულად" იქცევა, ისინი იმახსოვრებენ შეგრძნებებს და შემდეგ ჯერზე ზუსტად ამ შეგრძნებებს იწვევენ. მოეფერეთ სიტყვებით, დაუძახეთ ცხოველების, ყვავილების მოფერებითი სახელები ერთმანეთს ეცადეთ გამოხატოთ რას გრძნობთ, მნიშვნელობა არ აქვს რას ილაპარაკებთ, მთავარია სიტყვების მეშვეობით დამატებითი კავშირი შეინარჩუნოთ. ხანდახან ძალიან სასაცილოცაა ეს ფრაზები, მაგრამ თურმე სიცილი ძალიან აღაგზნებს.
მასალის გამოყენების პირობები






