35 წლის ამერიკელი ქალი, რომელიც გაუსაძლისი მენჯის ტკივილით იტანჯება, წელიწადში მხოლოდ ერთხელ ახერხებს, დაკავდეს სექსით ქმართან,- ინფორმაციას MIRROR-ი ავრცელებს.
ნატალი ბრიკერს 2018 წელს დაუსვეს დიაგნოზი სასქესო ორგანოს დიქფუნქციაზე, რომელიც იწვევს გაუსაძლის ტკივილებსა და სპაზმებს საშოს კედელსა და სწორნაწლავზე.
მისი განცხადებით, ყოველი სექსის შემდეგ 4 დღე საწოლში უწევს წოლა საზარელი ტკივილის გამო. „იმდენად მძიმეა ეს გაუსაძლისი სპაზმი, რომ ვგრძნობ, თითქოს მაღალი სიჩქარით მოძრავი სატვირთო ავტომობილი მეჯახება“ .
ბრიკერის თქმით, მისთვის წელიწადში ერთხელ სექსიც კი წარმოუდგენელ ტკივილთანაა დაკავაშირებული, თუმცა ამას იმიტომ აკეთებს, რომ ქორწინებაში მყოფი წყვილის ურთიერთობას საფრთხე არ შეექმნას- გოგონა სექსუალური აქტის წინ დიდი რაოდენობით სასმელს იღებს, რათა ტკივილი ვერ იგრძნოს.
„როდესაც სექსით ვარ დაკავებული, ისეთი შეგრძნება მაქ თითქოს შიგნიდან რაღაც მღრღნის, ტკივილი სულ უფრო და უფრო იმატებს ორგაზმის მომძლავრებასთან ერთად, რის შემდეგადაც ყინულის დიდ ჩანთას ვიდებ ვაგინაზე, რათა შემიმსუბუქდეს შეგრძნება. ძალიან ვნერვიულობ ქმართან ამ ურთიერთობის გამო, რადგან ვერ ვახერხებ პარტნიორის ფუნქციის შესრულებას“ ,- აცხადებს ავადმყოფი ქალი.
ექიმების ვარაუდით, მისი მდგომარეობა განაპირობა ავტოსაგზაო შემთხვევამ, რომელიც 17 წლის წინ მოხდა. ბრიკერს ავარიის შედეგად დაუზიანდა გარე სასქესო ორგანოს ნერვი, რის გამოც იგი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა გაუსაძლის ტკივილს მოშარდვისას. დაზიანების ქრონიკულად გამწვავების შემდეგ, იგი დღეს ვერ ახერხებს სექსუალური აქტის განხორციელებას აუტანელი ტკივილის გარეშე.


მასალის გამოყენების პირობები






