ღვინის ქარხანა #1-ში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით მიღება გაიმართა.
მიღებას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები, მასმედიისა და ბიზნეს წრეების წარმომადგნლები ესწრებოდნენ. სტუმრებმა ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიას და ამ ტეროტირიაზე რამდენიმე დღის წინ დაფიძნებული ორგანიზაციის “თავისუფლების ქარხანა” სამომავლო პროექტებს გაეცნენ.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, მედიასთან განუმარტა, რომ
“მსგავსი შეხვედრები მომგებიანია უცხოელი დიპლომატებისთვის. ისინი პირველწყაროსგან შეიტყობენ ინფორმაციას, თუ როგორ ვითარდება ბიზნესი საქართველოში. ასევე, იმ ბიზნესმენებისთვის ვისაც აინტერესებს უცხოელი პარტნიორები - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხეო ღვინის ქარხანა #1-ის გარშძემო მიმდინარე სამართლებრივ დავას, რომელიც ბოლო 5 წელია მიმდინარეობს. მედიის შეკითხვაზე თუ რა ეტაპზეა სადაო სამართლებრივი პროცესი, ქარხანა #1 ის ადვოკატი არჩილ თაბაგარი ამბობს:
„ღვინის ქარხანა #1-ის წინააღმდეგ სარჩელი აბსოლუტურ ტყუილზეა აგებული, გაირკვა რომ არანაირი დაზარალებული კომპანია არ არსებობს, შესაბამისად, 24 ოქტომბერს, სასამართლოზე ჩვენ ველით, რომ სიცრუეზე აგებული სარჩელი დაუკმაყოფილებელი დარჩება.”
ბიზნესდავის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს ბიზნესომბუდსმენიც. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, ბიზნესომბუდსმენი ამ კერძო დავაში იმოქმედებს მისთვის კანონით მინიჭებულ ჩარჩოში.
„ამ საკითხთან მიმართებით, მაქსიმალურ გამჭვირვალობას მივესალმებით. კარგია, რომ მაღალია საზოჰადოებრივი ინტერესი“- ამბობს ლექვინაძე.
“ღვინის ქარხანა #1”, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს, რიგით მეასე წევრი გახდა.
მასალის გამოყენების პირობები






