მარტვილის კანიონმა ევროპის საბჭოს კონკურსში გაიმარჯვა
საზოგადოება - 18:01, 17 Oct, 2019     694

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, უწყების სააგენტოს მიერ განხორციელებული მარტვილის კანიონის განვითარების პროექტი ევროპის საბჭოს ევროპის ლანდშაფტების კონვენციის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული გახდა. დაჯილდოების ცერემონია კი 2020 წელს, „ევროპის საბჭოს ლანდშაფტების ფორუმის“ ფარგლებში გაიმართება.

გამარჯვების შესახებ ოფიციალური უწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ევროპის ლანდშაფტების კონვენციის აღმასრულებელი მდივნისგან, მაგელონ დეჟან-პონისგან მიიღო. როგორც წერილშია აღნიშნული, მარტვილის კანიონისათვის ჯილდოს მინიჭება მისმა განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაზრდაში შეტანილმა წვლილმა განაპირობა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა კი, პროექტი აღიარა როგორც ერთიანი ქსელის წევრი.

უწყების ცნობით, პრიზის მოსაპოვებლად ევროსაბჭოს 47 წევრი ქვეყნის არაერთი პროექტი იყო წარდგენილი, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ლანდშაფტების აღდგენაში და შექმნეს მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ხდებოდეს მსოფლიოში ლანდშაფტების აღდგენა, მართვა და მართვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.

აღნიშნული კონკურსი 2008 წლიდან ტარდება და მასში ისეთი ქვეყნების პროექტები იმარჯვებენ, როგორებიცაა: საფრანგეთი, იტალია, შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და ა.შ

მარტვილის კანიონი საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ბუნების ძეგლია. 2019 წელს, ის ყველაზე პოპულარული დაცული ტერიტორია გახდა. მიმდინარე წლის რვა თვეში კანიონს 150 000 ვიზიტორი ესტუმრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42