"ქართველმა შავმა ბერმა საჯაროდ ამიხსნა სიყვარული, რის გამოც ქმართან ძალიან დიდი პრობლემები შემექმნა..." - ნანიკო ხაზარაძე
საზოგადოება - 16:23, 17 Oct, 2019     9255

გადაცემაში „ფარულ კონვერტი“ ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ თავის პირად ცხოვრებაზე ბევრი უცნობი ფაქტი გაამხილა.

გადაცემის ფინალში ნანიკო ხაზარაძემ ბერის ვინაობის გამხელა არ ისურვა, თუ ისტორიის შესახებ მაყურებელს უამბო:

" ერთ ჟურნალში წერილით სიყვარული ამიხსნა ერთმა ადამიანმა. მთელი თბილისი მირეკავდა, წაიკითხეო? როცა წერილი წავიკითხე, მივხვდი, რომ ეს ადამიანი უნდა გამეცნო. იქ ეწერა, რომ ის ჩემში ხედავდა გრაალის მცველს, ყველაზე წმინდას, რაც კი შეიძლება ჩვენს პოპულაციას გააჩნდეს. ის ჩემში გადარჩენას ხედავდა და ამბობდა, რომ სულიერად ჩემზე ლამაზი არსება არ არსებობს პლანეტაზე. რედაქციაში დავრეკე და ქალბატონმა მიპასუხა. აღმოჩნდა, რომ წერილის ავტორი ამ ქალის შვილი იყო, შავი ბერი. გადის დრო, ორსულად ვიყავი და მირეკავს ტელეფონი, მე ვარ შავი ბერი, მამა და მინდა შენთან შეხვედრაო. შემეშინდა, მანიაკი არ იყოს-მეთქი, თან ქმარი თბილისში არ იყო. დეიდაჩემთან დავუთქვი შეხვედრა. დანიშნულ დროს კარზე ზარი იყო. გავაღე და ახოვანი ბერი იდგა კართან, რომელიც ფსკვნილს ნერვულად ატრიალებდა. კონტაქტში შემოსვლა გაუჭირდა. არაყს ამოვიტან და ამოვალო. ამოვიდა და დალევის შემდეგ თავისუფლად ისაუბრა. მას შემდეგ კვირაში სამჯერ მოდიოდა სტუმრად. უკვე ამის ნიადაგზე ჩემს ოჯახში კონფლიქტი ხდებოდა, რადგან დაუპატიჟებლად მოდიოდა სტუმრად. ლევანიკო მეუბნებოდა, აღარ მოვიდეს, თორემ ცუდ რამე დავმართებო. დიდი ხანი ვანეიტრალებდი ამ ორი ადამიანის ურთიერთობას. ბოლომდე ვერ ვუშვებდი, რომ მართლა ვუყვარდი. მეგონა, კარგ ადამიანს ხედავს ჩემში და არა ხორციელი სიყვარულის ობიექტს და ქალს-მეთქი. მერე საპატრიარქოში გაუგეს, გაუშვეს, დასაჯეს, დააყუდეს.

გავიდა დრო და ეს ბერი მივიდა უკვე ჩემს ყოფილ დედამთილთან, რადგან მისი სახლი იცოდა. მე გამოცვლილი მქონდა სახლი. მას უთხრა - დიდი მადლობა ნანიკოს, „ტოროლაში“ დავინახე თუ არა, მივხვდი, რომ ეს ადამიანი ყველაზე სწორ გზაზე დამაყენებსო. ასე, ყველაზე დიდი ცდუნება აღმოვჩნდი მე, რომელიც შეუყვარდა და შემდეგ დაადგა თავის სწორ საღვთო გზას. დღეს ის შავი ბერია" - განაცხადა ტელეწამყვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42