საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში „საპარტნიორო ფონდის“ პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ და USAID-Zrda შეხვედრებს განაგრძობს
საზოგადოება - 16:15, 17 Oct, 2019     687

„საპარტნიორო ფონდი“, „სტარტაპ საქართველო“ და „USAID-Zrda“ ერთობლივი პროექტის „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“ გაცნობის მიზნით რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ინოვაციური ბიზნესის დაფინანსების მოდელის პრეზენტაცია დღეს პერევში შედგა.

პრეზენტაციას საჩხერის რაიონის მოსახლეობა, სტუდენტები, ასევე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების, „USAID Zrda“-ს, „საპარტნიორო ფონდის“, „სტარტაპ საქართველოს“, ბიზნეს წრეების, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების მონაწილეებს პროექტის შეახებ დეტალური ინფორმაცია „სტარტაპ საქართველოს“ დირექტორმა გიორგი ლომიძემ და „USAID Zrda“-ს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სპეციალისტმა საბა სარიშვილმა მიაწოდეს.

„ჩვენ უკვე შევხვდით შიდა ქართლის მოსახლეობას, პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ბუნებრივია , რადგან გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები ადგილობრივების დამაგრებას, მათი შემოსავლების ზრდას, ეკონომიკურ აქტივობას, დასაქმებას, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას, სოფლის გაძლიერებასა და რეგიონის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“, განაცხადა გიორგი ლომიძემ.

„საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივი პროექტით საოკუპაციო გამყოფი ზოლის (აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი) მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოები დაფინანსდება. პროექტს „საპარტნიორო ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ განახორციელებს. USAID-Zrda-ს მიერ გამოყოფილი გრანტი პროექტის ფარგლებში ჯამურად 500 000 აშშ დოლარს შეადგენს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტის ფარგლებში სახელწოდებით, „ახალი საწარმოები გამყოფი ზოლის მიმდებარე სოფლებში“, გრანტის სახით 500 000 აშშ დოლარს გამოჰყოფს, რომლითაც „სტარტაპ საქართველოს“ გამარჯვებულები დაფინანსდებიან. დამწყებ მეწარმეებს შანსი ეძლევათ საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე 106 სოფელში ინოვაციურ სიახლეებზე ორიენტირებული ბიზნესები წამოიწყონ, რაც საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინვესტირებას, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებასა და შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს.

პროექტ „სტარტაპ საქართველოს“ მიერ გამოვლენილ გამარჯვებულებს, რომლებიც საკუთარ ბიზნეს საქმიანობას საოკუპაციო გამყოფი ზოლის მიმდებარედ აწარმოებენ, „USAID Zrda“ „საპარტნიორო ფონდისგან“ მიღებულ დაფინანსებას გრანტით უზრუნველჰყობს. პროექტის ძირითადი პრიორიტეტებია ინოვაციური საწარმოების დაფინანსება. ბენეფიციარს მოეთხოვება მინიმალური ფულადი თანამონაწილეობა მხოლოდ 10%-ის ოდენობით, დარჩენილ 90%-ს „სტარტაპ საქართველო“ შეღავათიანი გრძელვადიანი სესხით დააფინანსებს, ხოლო „USAID-Zrda“-ს ბენეფიციარს ჯამურ თანხას გაუორმაგებს.

სტარტაპერებისთვის „საპარტნიორო ფონდისა“ და „USAID Zrda“-ს ერთობლივ პროექტში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება „სტარტაპ საქართველოს“ ოფიციალურ ვებგვერდზე www.startup.gov.ge უკვე შესაძლებელია.

სტარტაპ საქართველოს შესახებ“:

სტარტაპ საქართველო" სსსაპარტნიორო ფონდის" მიერ დაფუძნდა. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს დამწყები ბიზნესის (სტარტაპების) განვითარებას საქართველოში. პროგრამასაპარტნიორო ფონდისადასაქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსმიერ ერთობლივად მომზადდა. „სტარტაპ საქართველოსამ დროისთვის 101 გამარჯვებული ჰყავს, მათ შორის, 81 ინოვაციურ, 20 კი მაღალტექნოლოგიურში კომპონენტში.

„USAID Zrda“- შესახებ:

USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტი „USAID Zrda“ არის ხუთწლიანი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას საქართველოს ხუთი რეგიონის 81 თემში. პროექტი განახორციელებს შემდეგ ინიციატივებს: მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების განვითარება; სოფლის მეურნეობის შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; მეწარმეებსა და მყიდველებს შორის საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და განვითარება; ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ბიზნეს კავშირების დამყარებისა და გაძლიერების მეშვეობით. პროექტი მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრისპირა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული თემებს. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.facebook.com/zrda.ge ; www.zrda.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42