პირველი ქართული ვისკი „JIMSHER”ი - თბილისში გამართული საერთაშორისო ბიზნეს ომბუდსმენთა ღონისძიების მხარდამჭერი
საზოგადოება - 16:13, 17 Oct, 2019     875

პირველი ქართული ვისკი „JIMSHER” ი - თბილისში გამართული საერთაშორისო ბიზნეს ომბუდსმენთა ღონისძიების მხარდამჭერი.

საქართველოს პოლონეთის, უკრაინის, ალბანეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთს და უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენები სტუმრობენ

ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისი საერთაშორისო ბიზნეს კონფერენციას - „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“, მასპინძლობს.

კონფერენციის მიზანია ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმებზე მსჯელობის, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის გაცნობის და ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობის მნიშვნელობაზე მსჯელობისთვის ყოველწლიურ საერთაშორისო სადისკუსიო პლატფორმის შექმნა.

ღონისძიება საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ, სიდა-ს აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა და მსოფლიო ბანკის (WB) საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) გლობალური საინვესტიციო ჯგუფის ხელმძღვანელმა ივან ანტონ ნიმაკმა გახსნეს.

პანელზე - „ბიზნესის უფლებების დაცვის საერთაშორისო მექანიზმები“ მონაწილეებს სიტყვით მიმართეს კონფერენციის საპატიო სტუმრებმა პოლონეთის მცირე და საშუალო მეწარმეთა ომბუდსმენმა ადამ აბრამოვიჩმა, უკრაინის ბიზნესომბუდსმენის მოადგილემ ტატიანა კოროტკამ, ალბანეთის მეწარმეთა დაცვის სახელმწიფო მინისტრმა ედუარდ შალსმა, ყაზახეთის ბიზნესომბუდსმენმა ბოლატ პალიმბეტოვმა, უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენმა დილმურდ კასიმოვმა და ყირგიზეთის ბიზნესომბუდმსენმა რობინ ორდ-სმიტმა.

კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო - პოლონეთის, საქართველო-ალბანეთის, საქართველო - ყაზახეთის და საქართველო - უზბეკეთის ბიზნესომბუდსმენების აპარატებს შორის, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით ახალ ეტაპზე გადაიყვანს. მემორანდუმების მიხედვით, ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.

ამასთან, ღონისძიების ფარგლებში, თბილისს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) დელეგაცია ეწვია. კონფერენციაში ასევე, მონაწილეობენ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენლები.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან პირველი ქართული ვისკი “ჯიმშერი“ და მედია სააგენტო „კლიპარტი“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42