მასშტაბური სოციალური პროგრამა „ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს - სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს
საზოგადოება - 15:26, 17 Oct, 2019     1367

ჯიპიაი პროგრამას აგრძელებს და რეგიონების მაქსიმალურად ჩართვას გეგმავს

პროგრამაში უკვე ჩართულია 95 000 ავტომფლობელი

საჩუქრად მიღებული პოლისებით ჯიპიაიმ მხოლოდ წელს დაზღვეულებს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღუარა

17 ოქტომბერი, თბილისი: სადაზღვევო კომპანია “ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა პაატა ლომაძემ მასშტაბური სოციალური პროგრამის მეორე ეტაპის შესახებ პრესკონფერენცია გამართა. ჯიპიაი ავტომობილების სტიქიისგან დაზღვევას მეხუთე წელია აფინანსებს და მსხვილი რისკებისგან დაზღვევას ფიზიკურ პირებს საჩუქრად სთავაზობს. პროგრამის მეორე ეტაპის ფარგლებში კომპანია მთავარ აქცენტს რეგიონებზე აკეთებს და სტიქიისგან უფასო ავტოდაზღვევის გასავრცელებლად მასშტაბურ ქსელს ქმნის.

ავტომობილის სტიქიისგან დაზღვევა გაცემიდან ერთი წლის განმავლობაში მოქმედებს და ვრცელდება კერძო პირების მფლობელობაში არსებულ ავტომობილებზე. დაზღვევა ფარავს შემდეგ რისკებს - წყალდიდობას, ქარიშხალს, მეწყერს, დიდთოვლობას, მიწისძვრასა და ღვარცოფს.

სტიქიისგან უფასო ავტოდაზვევა „ჯიპიაი ჰოლდინგის“ სოციალური პროექტია, რომელიც 2015 წლის 13 ივნისის შემდეგ შეიქმნა და მისი მიზანი საზოგადოების ფინანსურ დაცულობაზე ზრუნვა და სადაზღვევო კულტურის განვითარება იყო. 4 წლის განმავლობაში ჯიპიაის პროგრამაში 95 000 ავტომფლობელი ჩაერთო, საჩუქრად გაცემული პოლისების საფუძველზე ჯიპიაიმ მხოლოდ წელს ასზე მეტ დაზღვეულს 70 000 ლარამდე ზარალი აუნაზღაურა.


პაატა ლომაძე, „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი: „უკვე 4 წელია ავტომფლობელებს სტიქიისგან დაზღვევას საჩუქრად გადავცემთ, ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ზოგადად დაზღვევის ცნობადობა რეგიონებში ძალიან დაბალია. ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი სოციალური პროგრამის მეორე ეტაპი კონკრეტულად რეგიონებს მივუძღვნათ. ვქმნით ქსელს, რომ ჩვენი წარმომადგენლები თვითონ მივიდნენ თითოეულ სოფელსა თუ ქალაქში, იმისთვის რომ ამ სოციალურ პროგრამაში მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩავრთოთ - ვაჩუქოთ დაზღვევა და მივცეთ საშუალება თავად დარწმუნდეს, დიდი ფინანსური რისკებისგან თავის დაცვა შესაძლებელია!“

2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის შედეგებმა აჩვენა, რამდენად დიდი გამოწვევაა ქვეყნისთვის რისკების მენეჯმენტისა და ფინანსური ზარალისგან თავდაცვის ეფექტური სისტემის არსებობა. ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში ამ გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სადაზღვევო მექანიზმებია. ჯიპიაი ჰოლდინგის სტიქიისგან დაზღვევა სწორედ ამ მექანიზმის შექმნის მცდელობაა.

კანდიდატებმა, ვისაც სურთ გახდნენ „ჯიპიაი ჰოლდინგის“ რეგიონალური წარმომადგენლები უნდა დარეკონ ჯიპიაის ცხელ ხაზზე 032 2505 111.

„ჯიპიაი ჰოლდინგი“ წამყვანი სადაზღვევო კომპანიაა ბაზარზე, რომელსაც 2018 წლის მონაცემებით, ბაზარზე ყველაზე დიდი წილი - 19% უჭირავს და ლიდერია როგორც კორპორაციულ , ისე საცალო მიმართულებით. ჯიპიაი ჰოლდინგის 6 ფილიალსა და 40 რეგიონალურ წარმომადგებლობაში 830 ადამიანი მუშაობს და ემსახურება 150,000 დაზღვეულს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2018 წლის კვლევის მიხედვით, ჯიპიაი ყველაზე სანდო სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42