მამაკაცი, რომელმაც ცოლს თავში ძალაყინი 30-ჯერ ჩაარტყა, პოლიციამ დააკავა.
დეივიდ ფომფრეთმა განაცხადა, რომ მეუღლე მოკლა მას შემდეგ, რაც მან დასცინა ერექციული დისფუნქციის გამო,- ინფორმაციას INDEPEDENT-ი ავრცელებს
შემთხვევა მოხდა 2018 წლის 2 ნოემბერს, როდესაც წყვილმა იკამათა თავიანთ ცხენების საჯინიბოში, რის შემდეგაც განრისხებულმა მამაკაცმა ცოლს ბლაგვი საგნით არაერთხელ მიაყენა მძიმე ჭრილობა თავში.
აფორიაქებულმა ფომფრეთმა პოლიციაში დარეკა და განაცხადა, რომ მან იპოვა იატაკზე დაცემული ცოლი , რომელიც სისხლში ცურავდა. მამაკაცმა მკვლელობის შემდეგ დაწვა თავისი სისხლით დასვრილი ტანსაცმელი, გადააგდო ბლაგვი იარაღი ტბაში და მას შემდეგ, რაც პოლიციას გამოუძახა, განუცხადა, რომ არაფერი იცოდა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უდანაშაულო იყო, თუმცა პოლიციამ გარდაცვლილის სისხლის კვალი აღმოაჩინა დეივიდის წინდებზე, რის შემდეგადაც იგი დააკავეს.
„იგი განრისხებული მიყვიროდა და წყეულ, უსარგებლო ქმარს მეძახდა. კოჭლიც მიწოდა. ჩვენს ურთიერთობაში ერთი დიდი უხერხულობა იყო-მე იმპოტენტი ვარ, რის გამოც სექსუალური ურთიერთობა არ გვქონდა“ ,- განუცხადა ლივერპულის სასამართლოს განხილვის დროს.
მასალის გამოყენების პირობები






