ელიზაბეთ ვულჰითერმა სასამართლოში განაცხადა, რომ მან და მისმა ბოიფრენდმა 2 წლის მცირეწლოვანი შვილის მიერ ჭამაზე გაცხადებული უარის შემდეგ სასტიკად სცემეს და არაერთხელ დაარტყეს თავში. მისმა შეყვარებულმა ბავშვს ძალით ჩაუდო პირში ჰოთ-დოგი, რა დროსაც დაუნდობლად ძალადობდა მასზე. როდესაც ელიზაბეტის შვილმა სუნთქვა შეწყვიტა, მათ გამოუძახეს პოლიციას- სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვს თავსა და სახეზე მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა, რის შემდეგაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა 2 დღეში გარდაიცვალა.
ექიმების მიერ ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ბიჭის გარდაცვალების მიზეზი გახდა უამრავი მოტეხილი ძვალი სახის არეში და თავის ტვინის შეშუპება.
სასამართლომ მკვლელ დედას 19 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, ხოლო მის შეყვარებულს კი 49 წლით პატიმრობა მიესაჯა.



მასალის გამოყენების პირობები






