დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს სირიის საკითხთან დაკავშირებით ერდოღანს წერილი მისწერა, სადაც აღნიშნულია- ერდოღანმა ისე გარისკა სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებით, რომ შესაძლოა ისტორიას ცუდად დაამახსოვრდეს და ეშმაკსაც კი შეადარონ, თუ იგი არ შეწყვეტს ჩრდილო სირიაში მოქმედებებს ,- ინფორმაციას skynews ავრცელებს.
„მოდი მოვილაპარაკოთ, შენ არ გსურს პასუხისმგებელი იყო ათასობით ადამიანის სისხლისღვრაში და არც მე მინდა, თურქეთის ეკონომიკა გავანადგურო. მე ვიმუშავე ნაყოფიერად შენი პრობლემების აღმოფხვრისთვის. გენერალ მაზლომს უნდა შენთან მოლაპარაკება და ის სურვილს გამოთქვამს გარკვეულ დათმობებზე, რასაც წარსულში ადგილი არ ჰქონია.
ისტორია დადებითად შეგაფასებს, თუ მოიქცევი სწორად და ჰუმანურად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მსოფლიო შენ აღგიქვამს ისე, როგორც ეშმკას.
ნუ თამაშობ მაგარი ბიჭის როლს და ნუ იქნები სულელი. მოგვიანებით დაგირეკავ“ ,- ნათქვამია ტრამპის მიერ ერდოღანისთვის მიწერილ წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






