ღონისძიების მიზანია სტუმრებითვის ღვინის ქარხანა #1-ის, როგორც თბილისის ერთ-ერთი უნიკალური კულტურული ძეგლის ისტორიის გაცნობა და სამომავლო პროექტების წარდგენა. საზოგადოებას სიტყვით მიმართავენ საბჭოს გენერალური დირექტორი, ზვიად ჭუმბურიძე და ქარხანა #1-ს მარკეტინგისა და კომუნიკაციების დირექტორი, ალექსანდრე კაკულია.
პროგრამის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ქარხნის ტერიტორიის დათვალიერება და ღვინის დეგუსტაცია.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე (პეტრიაშვილის ქ. #1) საინიციატივო ჯგუფმა „თავისუფლების ქარხნის“ იდეისა და პლატფორმის პრეზენტაცია წარმოადგინა. კერძოდ, თბილისში, ღვინის ქარხანა #1-ის ტერიტორიაზე შეიქმნება სრულიად ახალი და განსხვავებული ინოვაციური, კულტურული პლატფორმა ახალი აღმოჩენებისთვის, შემოქმედი და საინტერესო ადამიანებისთვის, თავგადასავლების მოყვარული პიროვნებებისთვის, სწავლის, დასვენებისა და გართობის მსურველთათვის.
მასალის გამოყენების პირობები






