„საქართველო და უკრაინა რუსეთის თავის ტკივილია, რომლიც აუცილებლად მოსაშორებელია“, ასეთი აზრი გამოთქვა ჩეჩნეთის პრეზიდენტმა - რამზან კადიროვმა, წერს საინფორმაციო სააგენტო http://haqqin.az .
ჩეჩენი ლიდერის აზრით, „საქართველოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა იყო დასავლეთის ქვეყნების ანტირუსული შეთქმულების ნაწილი მთელი კავკასიის დასაპყრობად“. ამასთან დაკავშირებით, კადიროვმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა შეიმუშაოს გადამწყვეტი სტრატეგია, აუცილებელია შეტევაზე გადასვლა. „საქართველო, სამხრეთ ოსეთი, უკრაინა - და სიის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეიძლება, ეს რუსეთის პირადი ტრაგედიაა. რატომ უნდა ვიყოთ ჩვენ ყოველთვის განსაცდელში, თუკი ჩვენ შეგვიძლია უბრალოდ გავანადგუროთ ის, რაც ხელს გვიშლის? ჩვენ ძლიერები ვართ, ყველაფერი გვაქვს: არმია, ტექნოლოგიები. ჩვენ უნდა თავს დავესხათ“, - განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.
მასალის გამოყენების პირობები






