საკეისრო კვეთის კატასტროფული მაჩვენებელი თბილისში - 17 დაჯარიმებული კლინიკიდან 5 დაიხურა
საზოგადოება - 13:22, 15 Oct, 2019     1686

„სამშობიარო სახლების ტერორი“- ასე აფასებს „ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის“ თავმჯდომარე სალომე ლოლუა იმ რეგულაციებს, რომლის გამო, კლინიკები იხურება. როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, დღევანდელი მონაცემებით, მუშაობა ხუთმა კლინიკამ შეწყვიტა.

„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ქვეყნის მასშტაბით საკეისრო კვეთების წილი 10-15%-იან ზღვარს არ უნდა აღემატებოდეს. ჩვენი რეალობით კი ეს მაჩვენებელი დღეს 44,4%-ია. შესაბამისად, 20 წლიანი დაგვიანებით გაახსენდა ჯანდაცვის სამინისტროს, რომ არსებობს ესეთი რეგულაცია და 2016 წლიდან კლინიკებს ჯარიმები დაუწესა, რასაც ისინი ეწირებიან. ეს სხვა არაფერია, თუ არა, ტერორი სამშობიარო სახლებზე“ – აღნიშნა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისი განცხადებით, ყველა კლინიკას, საკეისრო კვეთებზე დაწესებული აქვს გარკვეული პროცენტული ზღვარი. ზოგს 25%, ზოგს 35%, ზოგს კი 65%. თუ კლინიკები ამ ზღვარს 1%-ით გადაცდებიან, მათთვის დაწესებულ ზღვარს ემატება გადაცილებული პროცენტი და ჯარიმდებიან.

„კლინიკებს მიეცა უფლება, გარკვეული პროცენტული მაჩვენებლის საკეისრო კვეთების გაკეთების. მაგრამ, თუ საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებლის ზღვარს გადააჭარბებენ, მათ აჯარიმებენ.

სხვადასხვა კლინიკისთვის ზღვარი სხვადასხვაა. თუ კლინიკას აქვს 35%-იანი ზღვარი და ამ ზღვარის გადააჭარბებს 1%-ით, 35%-ს მიემატება 1% და მთლიანობაში გაკეთებული საკეისრო კვეთების 36%-ით ჯარიმდება. წლის განმავლობაში, მხოლოდ თბილისში, 17 სამშობიარო სახლი დაჯარიმდა და 7 დაიხურა. საჯარიმო სახდელი კი იმდენად დიდია, კლინიკები ვერ იხდიან. მინიმალური თანხა 40 ათასი ლარია, მაქსიმალური კი 350 ათასი ლარი“, – განაცხადა სალომე ლოლუამ „მედიაცენტრ მთავარში“.

რაც შეეხება საჯარიმო სანქციის გამოანგარიშებას, როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, ესეც გაუგებარი მექანიზმია: „ფიზიოლოგიურ მშობიარობას სახელმწიფო 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით. მათ შორის სხვაობა 300 ლარია, შესაბამისად, ჯარიმის გამოანგარიშება შემდეგნაირად ხდება: პროცენტული მაჩვენებელი, რამდენი პროცენტითაც კლინიკა ჯარიმდება, მრავლდება 300-ზე და ეს არის საჯარიმო თანხა. ამ რეფორმამ მოგვცა ის, რომ მივიღეთ მორბენალი მშობიარეები. როდესაც კლინიკას საკეისრო კვეთის დაწესებული ლიმიტი შევსებული აქვს, მშობიარეს საკეისრო კვეთაზე უარს ეუბნება და ის იძულებულია, კლინიკიდან კლინიკაში ირბინოს. შესაბამისად, ტერმინი “მორბენალი მშობიარეები” საქართველოში დაინერგა“.

სალომე ლოლუას ინფორმაციით, დაჯარიმებული კლინიკები დავას სასამართლოში აგრძელებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42