"ფრთხილდ იყავით!!! ქორწინების ბეჭდის თანხის ნაწილი ბარათიდან ვიღაც გარეწარმა შემიჭამა" - ლიდერბეთის მორიგი მსხვერპლი
საზოგადოება - 11:45, 15 Oct, 2019     2394

"აჭარის ტელევიზია" კიბერდანაშაულის მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც "Lider-bet.com"-დან თანხა უნებართვოთ ჩამოაჭრეს.

"ფრთხილდ იყავით!!! კიბერდანაშაულის მსხვერპლი ვარ!!! ჩვეულებრივ სახლში ვალაგებდი, დღის საათები იყო, თიბისი ბანკიდან მომივიდა მოკლე ტექსტური შეტყობინება, ჯერ არ მივაქციე ყურადღება, ალბათ სარეკლამო იქნებათქო გადავწყვიტე, შემდეგ კი მეორე მოვიდა, მას მესამე ესემესი მოჰყვა... ცოტა შევეჭვდი და ავიღე ტელეფონი, ვნახე რომ TBC ბანკის შეტყობინება იყო. ეწერა, რომ ჩემი ანგარიშიდან 200-200 ლარი, ჯამში 600 ლარი ჩამოიჭრა.

დავაკვირდი მესიჯებს და ლიდერბეთი შევნიშნე, დავიწყე ბარათს ძებნა და ის ჩემს ჩანთაში ვიპოვე. სასწრაფოდ დავრეკე პოლიციაში, მივხდი, რომ კიბერდანაშაულის მორიგი მსხვერპლი ვიყავი.

სასწრაფოდ მივედი პოლიციაში, ანგარიში დავბლოკე და ველოდები რას მეტყვიან ბანკში, სპეციალურმა კომისიამ უნდა შეისწავლოს საკითხი, დამიბრუნებენ თუ არა თანხას.

"ასე ჩემი ქორწინების ბეჭდის თანხის ნაწილი ვიღაც გარეწარმა შემიჭამა, რომ შემეძლოს გავიგო ვინა ვცემდი ალბათ!! თანხა რამდენიმე დღეში მქონდა გადასარიცხი. ასე უნამუსო როგორ უნდა იყო!!!!!! ახლა გავიგე, რომ ბევრს აქვს მსგავსი ფაქტი, პოლიციაში მითხრეს, რომ ათობით შეტყობინებაა შესული ამ ტიპის დანაშაულზე" - აცხადებს თეონა.

როგორც თავად ამბობს, საგამოძიებო უწყებაში სქემაც გააცნეს, რა შემთხვევაში ვერ პოულობენ დამნაშავეს და ვერ აბრუნებენ თანხას.

"პირი უკანონოდ მოიპოვებს ბარათის მონაცემებს, ქმნის ლიდერბეთზე ექაუნთს - არასწორი პირადი მონაცემებით, შემდეგ კი ხსნის თანხას და ეთამაშება სწორი მონაცემებით შექმნილ მეორე ექაუნთს (საკუთარ თავს), ან სანდო პირს. აგებს მასთან თანხას და ურიცხავს წაგებულ ფულს. ამის შემდეგ, პოლიციისთვის შეუძლებელი ხდება დაადგინოს, ნამდვილად ეთამაშებოდა ამ პირს, თუ წინასწარ შეთანხმებულად თაღლითური სქემის ნაწილი იყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42