რუსულმა ავიაციამ 12 საათში 4 საავადმყოფო დაბომბა- ამერიკულმა მედიამ ომის დანაშაულის სენსაციური სამხილები გაასაჯაროვა (ვიდეო)
მსოფლიო - 18:11, 14 Oct, 2019     8977

New-york times-მა გამოძიების სენსაციური შედეგები გამოაქვეყნა, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 5-6 მაისს რუსულმა ავიაციამ სირიაში, იდლიბის რეგიონში 4 საავადმყოფო 12 საათის განმავლობაში გამიზნულად დაბომბა.

ამერიკული გამოცემის მიერ მომზადებულ სიუჟეტში რუსი პილოტებისთვის სამხედრო ოპერაციის დამგეგმავი შტაბის წარმომადგენლების მხრიდან გადაცემული რადიო შეტყობინების ჩანაწერი ფიგურირებს, სადაც ირკვევა, რომ სუ-34-ის პილოტს კარნახობენ იმ ობიექტის კოორდინატებს, რომელიც წარმოადგენდა არა სამხედრო სამიზნეს, არამედ მიწისქვეშა საავადმყოფოს. ლოკაციის დაზუსტებიდან რამდენიმე წამში რუსულმა ბომბდამშენმა იერიში მიიტანა შენობაზე.

NEW-YORK-TIMES-მა მოაგროვა შესაბამისი სამხილები, რომელთა მეშვეობითაც დგინდება რუსების პასუხისმგებლობა აღნიშნულ სამხედრო დანაშაულში. ჟურნალისტებმა მოიძიეს 4 სახის სამხილი : 1) მათ მოიპოვეს თვითმფრინავის ფრენის დროს მოვლენების ჩანაწერების კრებული, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იყო თვალის მიდევნება საჰაერო ძალების მოქმედებებზე სირიაში- სწორედ ამ ტექნოლოგიის გამოყენებითაა შესაძლებელი სამოქალაქო პირების გაფრთხილება მოსალოდნელ საჰაერო იერიშებზე. პროგრამა აჩვენებს თვითმფრინავების ადგილმდებარობას და გადაადგილების მიმართულებას. NEW-YORK TIMES-მა გამოძიების დროს გამოითხოვა რუსული ბომბდამშენების მიერ საჰაერო რეიდების დროს ადგილსამყოფელის ამსახველი მონაცემები.

2) გამოძიების დროს ამოიღეს აგრეთვე ათასეულობით რადიო-ჩანაწერი, რომელიც რუსი სამხედრო პილოტების საჰაერო ოპერაციების დროს გადაცემულ ხმოვანი სიგნალებს წარმოადგენდა. NEW-YORK TIMES-ის ხელმძღვანელობის განცხადებით, მათ გაატარეს რამდენიმე კვირა კოდირებული ფრაზების გაშიფვრასა და თარგმნაში, რათა ნათელი მოეფინათ თუ რომელ ობიექტებზე და რა დროს განახორციელეს რუსულმა ბომბდამშენებმა საჰაერო შეტევა. მოპოვებული მასალის საფუძველზე დგინდება, თუ როგორ მიიღეს პილოტებმა კოორდინატები სამიზნეებზე, მიმდინარეობდა მფრინავების მიერ სამიზნეზე იერიშის მიტანის დროის განსაზღვრა-დისპეჩერი აძლევდა ნებართვას შეტევაზე, რომლის შემდეგაც პილოტი გადასცემდა რადიო-მიმღებს, რომ ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.

3)გამოძიების ფარგლებში სამხედრო ექსპერტებთან ერთად ჩატარებული ანალიზისა და დასკვნების საფუძველზე ჟურნალისტებმა დაადგინეს, თუ რა შეიარაღება იქნა გამოყენებული საავადმყოფოების დაბომბვისას.

4) სოციალური მედიის, ექიმებისა და ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციების შეჯერების შემდეგ ცნობილი გახდა ზუსტი დრო 4-ივე ლოკაციის დაბომბვის, რომლითაც NEW-YORK-TIMES-ი უტყუარ მტკიცებულებებს დებს სამოქალაქო ობეიექტებზე რუსული ავიაციის მხრიდან მიზანმიმართულად მოქმედებების შესახებ, რაც სირიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულის ნამდვილ ფაქტს წარმოადგენს.

პირველი დაბომბვა განხორციელდა ნაბად ალ ჰაიათის საავადმყოფოზე 2:40 წუთზე, რასაც შტაბისთვის გადაცემულ შეტყობინებაში ადასტურებს რუსი მფრინავი. კაფრ-ნაბლის საავადმყოფოზე- სუ-34-ის პილოტმა 5:30 წუთიდან 5:48 -მდე მაღალი სიზუსტის მქონე მართვადი ბომბით 4-ჯერ განახორციელა იერიში, რომელსაც რადიო მიმართვაში ადასტურებს და ამბობს, რომ დავალება შესრულებულია. მესამე და მეოთხე შეტევა კი იმავე დღეს განხორციელდა კაფრ-ზიტასა და ნაბად ალ ჰაიათის საავადმყოფოებზე.

ოთხივე საავადმყოფო სპეციალურად შედგენილ სიაში იყო, რომელიც გადაცემული იყო გაეროსთვის, რათა ამ ტერიტორიებზე ავიადარტყმები არ განხორციელებულიყო. გამოცემის აღმიშნავს , რომ სირიელი მედიკოსების აზრით, ამ საავადმყოფოების კოორდინატები რუსებმა შესაძლოა სწორედ ამ სპეციალური სიიდან აიღეს.

NEW YORK TIMES-ის მიერ გასაჯაროებული ინფორმაცია შესაძლოა გახდეს სამხილი, რომლითაც დადგინდება რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაული სირიაში- გამოძიების შეფასებაზე კი კომენტარის გაკეთება არ ისურვვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42