შტორმულ ზღვაში ძაღლების გადარჩენის მცდელობისას დაღუპულ ავთანდილ ცხვედიანს ძეგლს დაუდგამენ
საზოგადოება - 11:48, 14 Oct, 2019     1058

ქობულეთში, მეგობრობის ქუჩის სკვერში ავთანდილ ცხვედიანის მემორიალი/ქანდაკება დაიდგმება, რომელიც 5 აგვისტოს თავისი ძაღლის გადასარჩენად შევიდა ადიდებულ ზღვაში და დაიღუპა.

ქობულეთის მერიის ცნობით, მემორიალის განთავსებით პატივი მიეგება ჰუმანურ აქტს და მემორიალი გახდება მეგობრობისა და თავგანწირვის სიმბოლო.

ქობულეთის მერიამ კონკურსი უკვე გამოაცხადა ავთანდილ ცხვედიანის მემორიალის (ქანდაკება) ესკიზისა და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვაზე.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 6 000 ლარია.

ქანდაკების ესკიზი უნდა წარმოადგენდეს სივრცით კომპოზიციას, რომელიც არ უნდა იყოს კამერული ხასიათის. ქანდაკების ესკიზი უნდა იყოს თემატური, შთამბეჭდავი, ორიგინალური, მიმზიდველი, კონტაქტური და ადვილად აღქმადი. ქანდაკების ესკიზი გადაწყვეტილი უნდა იყოს თავისუფალი დიზაინის, სკულპტურულ
არქიტექტურული სინთეზის საშუალებით. გრაფიკული მასალების შესრულების მანერა – თავისუფალი. წარმოდგენილ მემორიალის (ქანდაკებას) ესკიზს უნდა ქონდეს საინფორმაციო ადგილი სადაც განთავსდება ინფორმაცია ქანდაკების შესახებ.

ტენდერში წინადადებების მიღება 28 ოქტომბერს დასრულდება.

ავთანდილ ცხვედიანი ზღვაში ძაღლის გადასარჩენად შევიდა. ძლიერი ტალღების გამო მან უკან გამოსვლა ვეღარ შეძლო. სამაშველო ღონისძიებების მიუხედავად, კაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42