ქურთების სამხედრო დაჯგუფება ypg-იმ სირიის სამთავრობო ძალებთან შეთანხმებას მიაღწია, რაც ითვალისწინებს ასადის სამხედრო ფორმირებებისთვის ჩრდილოეთ სირიაში ჯარის განლაგების ნებართვას, რათა თურქებთან ბრძოლაში დაეხმარონ ეთნიკურ ქურთებს,- ვიდეო-კადრები გავრცელდა TWITTER-ზე
აღნიშნული მოლაპარაკების შემდეგ , ჩრდილოეთ სირიის ქალაქ მანბიჯში უკვე შევიდნენ ასადის სამხედროები, რათა პოზიციები გაამაგრონ და არ დაუშვან თურქული ძალების მიერ ქალაქის კონტროლი. ქალაქში მშვიდობიანი მოქალაქეები შეძახილებითა და ტრანსფარანტებით დახვდნენ მათ დასაცავად მოსული სირიის ჯარს.გრეთვე ქალაქ-ქამიშლსა და ალ-ჰასაკაში სირიის შეიარაღებული ძალებისა და ქურთი მებრძოლების შეხვედრის ამსახველი ვიდეო-კადრები ვრცელდება, სადაც ასახულია თუ როგორ ზეიმობენ ქურთი მებრძოლები სირიის მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს მათ მხარდაჭერასთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის მრჩველმა იასკნი აკტაიმ განაცხადა : „ თუ სირიის არმია შევა ჩრდილოეთ სირიაში, თრქეთი აუცილებლად უპასუხებს, არსებობს შანსი ორ ქვეყანას შორის ომი გაჩაღდეს“.
თურქეთის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ძალები აგრეთვე აქვეყნებენ ერთობლივ ვიდეო მიმართვას, სადაც იუწყებიან იმის შესახებ, რომ მანბიჯი შედის თურქეთის ხელისუფლების ინტერესის სფეროში და აუცილებლად შეუტევენ ზემოხსენებულ ქალაქს, რათა არ დაუშვან ქურთი ტერორისტებისა და ასადის რეჟიმის მიერ ქალაქის ხელში ჩაგდება.
მასალის გამოყენების პირობები






