GWP: თბილისს უმაღლესი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება
საზოგადოება - 20:38, 12 Oct, 2019     947
დღეს, ნატა ფერაძის მიერ გავრცელებული ლაბორატორიული ანალიზის პასუხი, რომელიც თბილისის ზღვაში ჩამდინარე წყალზე ჩატარდა, არანაირ კავშირში არ არის სასმელი წყლის ხარისხთან - ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც GWP ავრცელებს.


"კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ თბილისში სასმელი წყლის ხარისხი უსაფრთხოა და სრულად შეესაბამება როგორც ეროვნული რეგლამენტის დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.

რაც შეეხება ჯივიპის მიერ თბილისის წყალსაცავიდან ნედლი წყლის მოპოვებას და სასმელ წყლამდე დაყვანას - წყალაღება ხდება მხოლოდ სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიიდან, რომელიც მდებარეობს ღრმაღელეს საფილტრე სადგურის მიმდებარედ, 10 მეტრის სიღრმეზე, სპეციალური ტუმბო აგრეგატებით.

ჯივიპი, როგორც მდინარე არაგვიდან, ასევე თბილისის წყალსაცავის სანიტარულად დაცული ტერიტორიიდან მოპოვებული ნედლი წყლის ანალიზს 24 საათიან რეჟიმში ახორციელებს. ლაბორატორიული ანალიზი ზედაპირული წყლების ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად ტარდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ მაჩვენებლებზე.

ამის შემდეგ ნედლი წყალი სასმელ წყლამდე დასაყვანად უწყვეტად გადის ტექნოლოგიური დამუშავების სრულ ციკლს: დალექვას, ფილტრაციას, წყლის გაუსნებოვნებას.

პროცესის ბოლო ეტაპზე, სასმელი წყლის ხარისხი მუდმივად, 24 საათის განმავლობაში, 30 წუთიანი შუალედებით მოწმდება ქიმიურ და მიკრობიოლოგიურ პარამეტრებზე. შემოწმებას ჯივიპის სსტ ისო/იეკ 17025:2018 სტანდარტის შესაბამისად აკრედიტირებული ლაბორატორიები ახორციელებენ, რის შემდეგაც თბილისის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება"- წერია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42