საზღვაო აკადემიის რექტორი ბატონი ირაკლი შარაბიძე საერთაშორისო საზღვაო უნივერსიტეტების ასოციაციის -IAMU-ს ბორდის წევრად ოთხი წლის ვადით აირჩიეს, რაც გულოსხმობს საზღვაო სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებებისა თუ სიახლეების განხორციელების პროცესში აქტიურ ჩართულობასა და გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას.
IAMU 1997 წელს დაარსდა შვიდი უნივერსიტეტისგან, რომლებსაც საზღვაო განათლებისა და ტრენინგის(MET) მნიშვნელობის საერთო აღიარება აქვთ. მას შემდეგ, IAMU– მ მნიშვნელოვნად გააფართოვა თავისი წევრობა და დღეს უკვე მსოფლიოს საზღვაო განათლებისა და სასწავლო დაწესებულებების 65 უნივერსიტეტს აერთიანებს.
2020 წელს საზღვაო აკადემია მასპინძლობს IAMU-ს, სადა 300-მდე დელეგატი მიიღებს მონაწილეობას. მნიშვნელონია, რომ ეს არა მხოლოდ საზღაო აკადემიის პრესტიჟი, არამედ მთელი საქართველოს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან საზღვაო ცენტრად წარმოჩენაა.
მასალის გამოყენების პირობები






