აშშ-ში მამამ საკუთარი 6 წლის შვილი ეგზორციზმის რიტუალის დროს მოკლა. 31 წლის პაბლო მარტინეზმა, პოლიციას განუცხადა, რომ შვილი ძალზე უცნაურად იქცეოდა ბოლო პერიოდში. მისი თქმით, ბიჭს ეშმაკი ჩაუსახლდა,- ინფორმაციას ავრცელებს MIRROR .
მამაკაცმა რიტუალის დროს მცირეწლოვან ბავშვს ცხელ აბაზანაში თავი ჩააყოფინა და არ აძლევდა თავის ამოწევის უფლებას 10 წუთის მანძილზე, რის გამოც ბიჭი გარდაიცვალა. ბავშვის დედის განცხადებით, შვილს ბოლო პერიოდში დემონის მსგავსი ქმედებები მართლაც ახასიათებდა.
მარტინეზის ცოლის, რომელიას თქმით, მან გაიგო სააბაზანოდად მომავალი ბუყ-ბუყის ხმა - სწორედ ამ დროს ოთახიდან, სადაც რიტუალი ტარდებოდა, ნანახით შეძრწუნებული მისი ატირებული მეორე შვილი გამოვიდა.
მოკლული შვილის დედამ, სამართალდამცველებთან საუბრისას განაცხადა, რომ მან კივილი დაიწყო , როდესაც ნახა თუ როგორ ახრჩობდა ქმარი 6 წლის მცირეწლოვანს. რომელიამ უგონოდ მყოფი შვილი ცივ წყალში აბანავა, თუმცა მისი გამოფხიზლება ვეღარ შეძლო,რადგან ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო.
ქალმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობა პოლიციას, რომელთაც მოსვლისთანავე დააკავეს მოძალადე მამა. პოლიციელებმა შიშველი მსხვერპლი აღმოაჩინეს აბაზანაში, რომელსაც სხეულის 15 % დამწვარი ჰქონდა- მკლავის, იდაყვისა და თავის ჩათვლით.
მასალის გამოყენების პირობები






