ახლო აღმოსავლეთში ამერიკული პოლიტიკის ანალიტიკოსი და რამდენიმე არაბული ტელევიზიის ჟურნალისტი, ჰადელ უისი შემზარავ ვიდეო-კადრებს აქვეყნებს TWITTER-ის საკუთარ გვერდზე, სადაც ასახულია თურქული ავიაციის დაბომბვის შედეგად დამწვარი მანქანები და გარდაცვლილი ქურთი მოქალაქეების ცხედრები.
„ 5 დღის წინ ეს იყო სირიაში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო რეგიონი, სადაც 5 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობდა. დღეს კი აქ ქურთი ბავშვებისა და მშვიდობიანი, შეუიარაღებელი მოქალაქეების ეთნიკური წმენდა მიმდინარეობს. ასე გამოიყურება თურქული გენოციდი“,- წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვიდეოზე ასახულ სიტუაციამდე რამდენიმე წამით ადრე მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ გაქცევას დაბომბვისგან , თუმცა ბომბდამშენმა სწორედ მათი ტერიტორია ამოიღო მიზანში, რა დროსაც 10-მდე ადამიანი გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






