ამერიკის შეერთებული შტატები საუდის არაბეთში აგზავნის დამატებით სამხედრო ძალებს, რათა უზრუნველყოფს მისი პარტნიორის დაცვა ირანული საჯარისო შენაერთების თავდასხმისგან.
აღნიშნული საკითხი აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიიღო მას შემდეგ, როდესაც წინა თვეს ირანელებმა ფრთოსანი რაკეტებისა და დრონების გამოყენებით საუდის არაბეთის ყველაზე მსხვილ ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე მიიტანეს მასშტაბური იერიში- 14 ლოკაცია დაიბომბა, რამაც რამდენიმე დღით შეამცირა საუდის არაბეთის მიერ ნავთობის დღიური მოპოვების რესურსი.
REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის 3000 ჯარისკაცისგან შემდგარი კონტიგენტი განლაგდება საუდის არაბეთის ტერიტორიაზე, სამხედრო თვითმფრინავებთან ერთად.
ამერიკელთა განცხადებით, ისინი აგრეთვე გააგზავნიან ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა “PATRIOT” -ისა და THAAD-ის გამშვებ კომპლექსებს, საუდის არაბეთის საჰაერო უსაფრთხოებისთვის.
„ ჩვენ ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია გაიზარდოს სამხედრო ძალების რაოდენობა საუდის არაბეთში, რათა დავიცვათ ჩვენი მოკავშირე, შევაკავოთ ირანი, რითაც კონკრეტულ მესიჯს ვუგზავნით ამ სახელმწიფოს: ნუ დაესმხევი თავს სუვერენულ ქვეყანას, ნუ დაემუქრები ამერიკულ ინტერესებსა და სამხედრო ძალებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ“ ,- განაცხადა ამერიკის თავდაცვის მდივანმა, მარკ ესპერმა მედიასთან ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






