ვლადიმერ პუტინმა RUSSIA TODAY-ისთვის მიცემულ ინტერვიუში სირიაში მიმდინარე მდგომარეობა შეაფასა და მოუწოდა ყველა უცხოური სამხედრო ძალის ხელმძღვანელობას, დატოვონ აღნიშნული სახელმწიფო ტერიტორიული საზღვრები, რათა მოსახლეობას მშვიდ გარემოში ცხოვრების უფლება მიეცეს.
მისი განცხადებით, მზადაა გასცეს განკარგულება რუსული შენართების სირიიდან გაყვანაზეც, თუ ამას მოითხოვს ასადი და იქნება დარწმუნებული, რომ მშვიდობის დასამყარებლად არ სჭsირებათ რუსული საჯარისო შენაერთების დახმარება.
„ყველა სამხედრო ძალა, რომელსაც არაკანონიერად შეყვანილი ჰყავს სირიაში სამხედრო ძალები უნდა დატოვოს ქვეყანა“,- განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
ჟურნალისტმა პუტინს აგრეთვე ჰკითხა ნატოს აღმოსავლურ გაფართოებასა და რუსეთის საზღვართან ჯარების განლაგებაზე, რაზეც რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა:
„რუსეთს არაფრის ეშინია... მიუხედავად იმისა, რომ ნატოს არააქვს საომარი მიზნები, ჩვენ ვერ ვიქნებით მშვიდად, სანამ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მეხუთე მუხლის პუნქტი არსებობს, რომელიც წევრი სახელმწიფოების მიმართ სავალდებულო სამხედრო დახმარებას გულისხომბს საომარ ვითარებებში“.
მასალის გამოყენების პირობები






