ქალი, რომელსაც 11 წლის ასაკიდან 7 წლის მანძილზე 500 მამაკაცი აუპატიურებდა , პირველად ალაპარაკდა ღიად საკუთარ სასტიკ თავგადასავლებზე მედიასთან,- ინფორმაციას DAILYMAIL ავრცელებს.
როგორც დაზარალებული ყვება, იგი 19 წლის ასაკში პროსტიტუციის ბრალდებით დააკავეს- მისი თქმით კი სექსმუშაკობას მოძალადე მამაკაცები აიძულებდნენ და მისით ფულს შოულობდნენ. ჯენიფერი ინგლისში, ტელფორდსა და შროფშაირში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რომელიც რამდენიმე წელი გრძელდებოდა.
დაზარალებული იხსენებს, რომ იგი მხოლოდ 11 წლის იყო, როდესაც პირველად შეხვდა მოძალადე ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც მას ნათესავმა გააცნო. იგი ბანდის წევრი აღმოჩნდა, რომელმაც მთელ ჯგუფს მისცა უფლება, გოგონა გაეუპატიურებინა. მსხვერპლის თქმით, მას 10 მამაკაცი ყოველი ღამე განუწყვეტლად აუპატიურებდა.
ჯენიფერი ამბობს, რომ იგი მხოლოდ სიკვდილზე ფიქრობდა მას შემდეგ, რაც პოლიციას მიმართა და მათგან დახმარება ვერ მიიღო. იგი ამ ფაქტის შემდეგ დაბრუნდა სკოლაში, თუმცა გაცდენების დიდი რაოდენობის გამო, ხელმძღვანელობამ მას მოსწავლის სტატუსი არ აღუდგინა.
გარკვეული პერიოდის შემდეგ მან გაიცნო უფროსი მამაკაცი, რომელიც აგრეთვე მოძალადე გამოდგა , რადგან იგი ჯენიფერს აიძულებდა პროსტიტუციით დაკავებულიყო და ამით ერთგვარ შემოსავლის წყაროდ აქცია. მისი განცხადებით, მოძალადე მას ოთახში კეტავდა და გასვლის საშუალებას არ აძლევდა. საბოლოოდ, მისი ჩივილის საფუძველზე მამაკაცი დააკავეს, თუმცა 4 თვის შემდეგ იგი ციხიდან გამოვიდა, თავს დაესხა გოგონას სახლში და მკვლელობით ემუქრებოდა.
ზემოხსენებული ინფორმაციების საფუძველზე სამართალდამცავები საქმის აღძრისთვის დაზარალებულის ან თვითმხილველთა მხრიდან ითხოვენ საკმარის სამხილებს, რათა სამართალწარმოება დაიწყონ მოძალადეთა მიმართ.
მასალის გამოყენების პირობები






