თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა 277 ქურთი ტერორისტი გაანადგურეს,- ინფორმაციას ავრცელებს AL JAZEERA.
ერდოღანი აცხადებს, რომ სამხედრო ოპერაცია მიმართულია ქურთული საჯარისო ფორმირებების გასაწმენდად თურქეთის მომიჯნავე ტერიტორიიდან, რათა შეიქმნას უსაფრთხო ზონა , რაც საშუალებას მისცემს მილიონობით სირიელ ლტოლვილს დაბრუნდნენ თავიანთ ტერიტორიაზე. თურქეთის თავდაცვის უწყება აგრეთვე აღიარებს ოფიციალურად ერთი სამხედროს გარდაცვალებას შეტაკებების დროს.
ჰულუსი აკარის განცხადებით, ოპერაცია წარმატებით მიმდინარეობს- საჰაერო და სახმელეთო შეტევების შედეგად განადგურებულია ქურთი სამხედროების შტაბები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. მისი თქმით, სპეციალური ოპერაციის ძალების მიერ შეტევის დაწყებიდან დღემდე 277 ქურთი სამხედროა მოკლული.
მასალის გამოყენების პირობები






