ჩერნოვეცკის ფონდმა გორგოშაძეების მრავალშვილიანი ოჯახის დასახმარებლად 2 135 ლარი შეაგროვა
საზოგადოება - 11:28, 11 Oct, 2019     1091

7 ადამიანი 2 პატარა ოთახში ცხოვრობს; ფანჯრებში შუშების მაგივრად ცელოფანია; კედელსა და ფანჯრის ჩარჩოს შორის გაჩენილ სიცარიელეს ნაჭრები ავსებენ; კედლები ხელნაკეთი ღუმელიდან გამომავალი ბოლითაა გაჭვარტლული; 7 პატარა ბავშვი ფეხშიშველი დარბის გაუბედურებულ იატაკზე, სახლში კი საშინელი ნესტია - ასეთ მდგომარეობა იხილეს ჩერნოვეცკის ფონდის წარმომადგენლებმა ქალაქ ბაღდათში მცხოვრებ გორგოძეების ოჯახში.

ფონდმა მათ დასახმარებლად საქველმოქმედო აქცია გამოაცხადა, რომელშიც 147 ქველმოქმედმა მიიღო მონაწილეობა. ამ დროისთვის შეგროვდა 2 135 ლარი.

ამ თანხით ფონდის თანამშრომლებმა შეიძინეს სამი ლეიბი, 3 საბანი, 3 ბალიში, თეთრეული, საკვები პროდუქტები, პამპერსი, დაამონტაჟეს მეტალო-პლასტმასის ფანჯრები.

„როგორ განათდა ყველაფერი, ღვთის წყალობით მე ვხედავ მზეს, ახლა ფანჯრიდანაც შემიძლია გარეთ გახედვა და იმის დანახვა თუ რას აკეთებენ ბავშვები ეზოში“, - ამბობს 4 შვილის დედა ნარგიზა გველესიანი.

თავად ბავშვები კი აღფრთოვანებულები იყვნენ. მეორე სართულიდან სწრაფად ჩამოვიდნენ მანქანის დაცლაში ეხმარებოდნენ ფონდის თანამშრომლებს.

გენადი (7 წლის): ეს რა არის?

ეს ბალიშია...

გენადი: ბალიში?! რა რბილია. ერთი ბალიში გვაქვს მხოლოდ, მაგრამ ქვასავით მაგარია...

ტარიელი (6 წლის): ეს წითელი საბანი ჩემი იქნება, არავის მივცემ...

თაკო (4 წლის): მეც მინდა წითელი საბანი...

ტარიელი: არა, წითელი საბანი ჩემია, შენ ფერადი აიღე...

სანამ ბავშვები „ქონებას“ იყოფდნენ, რამდენიმე კითხვა მათ დედას - ნარგიზა გველესიანს დავუსვით:

კმაყოფილი ბრძანდებით?

ნარგიზა: სიხარულისგან ვტირი. ძველ, გაქონილ ქვეშაგებზე გვეძინა, თქვენ კი ახალი და ლამაზები მოგვიტანეთ. ეს ყველაფერი სიზმარს ჰგავს...

არა, ეს არ არის სიზმარი, ეს ცხადია!

ნარგიზა: ახლა მჯერა რომ სასწაულები ხდება! დიდი მადლობა ყველას, ვინც დაგვეხმარა. ვუსურვებ თქვენს შვილებს ჯანმრთელობას. უფლის მადლიერი ვარ, რომ ჩემ ბავშვებს ამდენი კეთილი ადამიანი გამოუგზავნა!

მეგობრებო, ჩერნოვეცკის ფონდი დიდი მადლობას მოგახსენებთ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, თუმცა ამ ბავშვების პრობლემები ამით არ სრულდება, ერთჯერადი ქველმოქმედებით მათ ცხოვრებას ვერ გამოასწორებ, ისინი ჯერ კიდევ გაჭირვებაში ცხოვრობენ! ამიტომ ფონდი განაგრძობს მათ დახმარებას! თანხა შეგიძლია ფონდის ანგარიშზე ჩარიცხოთ: GE15TB7194336080100003, GE42LB0115113036665000 და GE64BG0000000470458000 (დანიშნულება: გორგოძეების ოჯახი).

თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ ფონდის:chernovetskyifund.ge.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42