თსუ-ში „ალუდა ქეთელაურის“ ებრაული თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 09:46, 11 Oct, 2019     771

ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემის „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პოემის მთარგმნელი თსუ ასოცირებული პროფესორი მამუკა ბუცხრიკიძეა. თსუ ისრაელის ცენტრისა და საქართველოს მწერალთა კავშირის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

თსუ რექტორის თქმით, უნივერსიტეტში ებრაული ენისა და კულტურის შესწავლა იმ დროს დაიწყო, მაშინ დაარსდა ებრაისტიკის კათედრა, როდესაც ეს სხვა ქვეყნებში მაინცდამაინც მიღებული არ იყო და ეს ტრადიცია დღემდე გრძელდება. „როგორც ებრაული ენის სპეციალისტები გვეუბნებიან, „ალუდა ქეთელაურის“ თარგმანი კონგენიალურია. ეს ყველაზე მაღალი შეფასებაა, რომელიც შეიძლება მთარგმნელმა დაიმსახუროს. ვულოცავ ქართულ და ებრაულ საზოგადოებას. ის კულტურული, ლიტერატურული ურთიერთობები, რომელიც ადამიანურ დონეზე გაგვაჩნია, აუციელებლად საჭიროებს წახალისებას, რათა ახალი პერსპექტივები შევძინოთ ჩვენს თანამშრომლობას,“- განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.

„ჩემი არჩევანი „ალუდა ქეთელაურის“ თარგმნისა, განაპირობა უდიდესმა სიყვარულმა ამ პოემის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს არის უბადლო ნაწარმოები, რომლის მსგავსი იშვიათია. თარგმნის პროცესი იყო უაღრესად საინტერესო, სავსე, დატვირთული ემოციებით, უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი; ისე, რომ ეს არ იყო ტვირთი,“- განაცხადა მთარგმნელმა, თსუ ასოცირებულმა პროფესორმა მამუკა ბუცხრიკიძემ.

თსუ ისრაელის ცენტრის ხელმძღვანელის თამარ მახარაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ პოემის მთარგმნელი მამუკა ბუცხრიკიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორია. რადგანაც სწორედ ამ კედლებში 1944 წლიდან იკითხება ებრაული ენა, ამ წელსვე აარსებენ ებრაული ენის კათედრას და ებრაული ენის სწავლებას იწყებენ. ეს ჯაჭვი არის მნიშვნელოვანი და ეს თემაც და საკითხიც ძალიან აქტუალურია ჩვენი დღევანდელობისთვის.“

ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-ებრაულ ლიტერატურულ და მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარემ მაყვალა გონაშვილმა „ალუდა ქეთელაურის“ ებრაულ ენაზე თარგმნისთვის მამუკა ბუცხრიკიძეს კულტურის დესპანის წოდება მიანიჭა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42