სად ცხოვრობენ ყველაზე ბედნიერი ბავშვები?
მსოფლიო - 17:31, 18 Oct, 2013     3699

UNICEF -ის მიერ აშშ-სა და 28 ევროპულ ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მატერიალური კეთილდღეობა და ბავშვთა ბედნიერება ერთმანეთთან დაკავშირებული ღირებულებებია, მაგრამ არა - პირდაპირპროპორციული. კვლევაში ყურადღება უმთავრესად მატერიალური შესაძლებლობების ფაქტორს ექცეოდა, ამასთანავე ითვალისწინებდნენ უშუალოდ ბავშვთა და 15 წლამდე მოზარდთა შეხედულებებს. აღმოჩნდა, რომ ყველაზე ბედნიერი ბავშვები ჰოლანდიაში ცხოვრობენ. მეორე ადგილს ისლანდია იკავებს. ხუთეულში ასევე მოხვდნენ რთული ეკონომიკური სიტუაციის მქონე ქვეყნები: საბერძნეთი და ესპანეთი, მაშინ, როდესაც დიდი ბრიტანეთი უკვე ხუთი წელია სიის ბოლოშია.

„ცნობილია, რომ ბრიტანელ ბავშვებს სკოლაში დიდი რაოდენობით გამოცდების ჩაბარება უწევთ, რაც მათთვის სტრესია. ეს ფსიქოლოგიურად რთულია მშობლებისთვისაც. ბრიტანეთში სხვა ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით დედათა 80%, რომლებსაც 5 წლამდე  ბავშვები ჰყავთ, იძულებულნი არიან იმუშაონ. ამის გამო, ბავშვების გახანგრძლივებულში ტარება უწევთ. ოჯახი ვერ იკრიბება ყოველდღიურად. ხოლო როდესაც ერთად არიან, მათი საუბარი იმპერატიული მიმართვებით შემოიფარგლება, როგორიცაა: „ხელი დაიბანე! ფეხზე ჩაიცვი!“ - ამბობს ბავშვთა ფიქოლოგი ტესა ლივინგსტონი.

მაინც რატომ უჭირავს ჰოლანდიას სტაბილურად პირველი ადგილი?

1. ბედნიერი მშობლები

ბუნებრივია, ბავშვთა ბედნიერება პირდაპირ დამოკიდებულია მშობლების ბედნიერებაზე. რამდენიმე კვირის წინ გამოქვეყნებული გაეროს მონაცემების მიხედვით, ჰოლანდია პლანეტის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგში მეოთხე ადგილზე მოხვდა.

2. ჰოლანდიელი დედები დეპრესიისგან დაცულები არიან

ჰოლანდიელი ფსიქოლოგის ელენ დე ბრუინის აზრით, „კეთილდღეობის გასაღები - არჩევანის თავისუფლებაა. ჰოლანდიაში ადამიანები თავისუფლები არიან პარტნიორის, სექსუალური ორიენტაციის, რელიგიის არჩევანში, შეუძლიათ დაუბრკოლებლად მიიღონ მსუბუქი ნარკოტიკი, თავისუფლად გამოხატონ თავისი აზრი ნებისმიერ რამეზე.

3. სკოლა სტრესისა და საშინაო დავალებების გარეშე

სკოლაში ბავშვები არ ექცევიან სტრესის ქვეშ, არ ასრულებენ საშინაო დავალებებს და შეუძლიათ გაკვეთილების შემდეგ მთელი დრო თამაშს დაუთმონ. მიიჩნევენ, რომ  დაწყებით კლასებში სწავლისაგან ბავშვებმა უბრალოდ სიამოვნება უნდა მიიღონ. 12 წლი ასაკში, ბავშვებს სპეციალური ტესტის გავლა უწევთ, რომელიც მათ ინტელექტუალური განვითარების დონეს ავლენს და ეხმარება შემდგომში სკოლის არჩევანში.

4. დილა შოკოლადით იწყება

ჰოლანდილ ბავშვებს უფლებას რთავენ შოკოლადით გული იჯერონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიელი პატარები ზომიერების საოცარ გრძნობას იჩენენ. თუ მათ შოკოლადის ორცხობილით სავსე თასს დაუდგამთ, სრული ბედნიერებისთვის მხოლოდ ერთის შეჭამაც ეყოფათ.

5. მზრუნველი ბებიები

ჰოლანდიელი ბებიების დიდი უმრავლესობა სიამოვნებით იღებ მონაწილეობას შვილიშვილის მოვლა-აღზრდაში. უფროსი თაობის დახმარება, ახალგაზრდა ოჯახებს პირადი ცხოვრებისა და სამსახურის ბალანსში უწყობს ხელს.

6.სახელმწიფოს დახმარება

მნიშვნელოვანი ფაქტორია სახელმწიფოს ხელშემწყობი პოლიტიკა. ნიდერლანდების ხელისუფლება ბავშვებზე შემწეობებს გასცემს, ასევე ბონუსებს - ბავშვის შეძენისას, ასევე მშობლებისთვის ეწყობა თავისებური საგადასახადო არდადეგები.

7. მშობლების მხრიდან ბავშვების პატივისცემა

და ბოლოს, ჰოლანდიაში ყველაზე პატარებსაც კი აქვთ უფლება გამოხატონ თავისი აზრი. როგორც კი ისინი იწყებენ საუბარს, მშობლები ყურს უგდებენ და ყოველთვის ანგარიშს უწევენ მათ მოსაზრებებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42