"შარვალი ჩახდილი მქონდა... წყლით სავსე ავზში ჩამაგდეს და თავზე დამახურეს..." - 26 წლის მამაკაცი წალკელ პოლიციელებს წამებაში ადანაშაულებს
საზოგადოება - 19:32, 10 Oct, 2019     2485

26 წლის მამაკაცი წალკის პოლიციის უფროსს ნიკოლოზ გადელიას, მის მოადგილეს ირაკლი წულაიას, დეტექტივ-გამომძიებელ მერაბ ყულოშვილს და ორ პოლიციელს - ლევან ვეზდენსა და ვლადიმერ ტოროსიანს წამებაში ადანაშაულებს.

„შარვალი ჩახდილი მქონდა. ისეთ დღეში ჩამაგდეს, არ გამაუპატიურეს, მაგრამ ყველაფერი მიქნეს. წარმოიდგინეთ, დიდ, ოთკუთხედ, წყლით სავსე ჭურჭელში რომ ჩაგაგდონ და თავზე დააფარონ. იხრჩობი, იგუდები, ისეთი განცდა მქონდა ცოცხლად ვკვდებოდი, სიკვდილს მაყურებინეს. ეს იყო წამება“, – ციტირებს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი მამაკაცის ნაამბობს.

მამაკაცი 25 ივლისს, წალკის ცენტრში იმ დროს დააკავეს, როდესაც თბილისიდან მონასტერში მიდიოდა. როგორც ამბობს, ნარკომომხმარებელია, თუმცა განკურნებას ცდილობს და ე.წ. სუბოქსინის პროგრამაშია ჩართული. შესაბამისად, „სუბოქსინის“ გარკვეული დოზის მოხმარების უფლება აქვს, თუმცა მისი ფლობა ეკრძალება. პირველი არხის ცნობით, დაკავებისას ის უკანონოდ ფლობდა ნარკოტიკულ საშუალებას და ფაქტის მოსაშორებლად „სუბოქსინის“ აბის მეოთხედი გადაყლაპა.

მამაკაცი ყვება, რომ სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლისთანავე მასთან პოლიციელები მივიდნენ, უშუალოდ პოლიციის უფროსმა ნიკოლოზ გადელიამ კი ძალის გამოყენებით ჩასვა მანქანაში, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მისივე თქმით, გადაყლაპული აბი ყელიდან პოლიციის უფროსის მოადგილის, ირაკლი წულაიას კაბინეტში ამოუღეს.

„უშუალოდ მოადგილე, ირაკლი წულაია მომვარდა. ჩამიყო პირში ხელი, ხახამდე ჩამიყო და მე ვიგუდებოდი, ვერ ვსუნთქავდი, ვერც ვყვიროდი. მეორე ხელი ირაკლი წულაიას ყელში ჰქონდა წაჭერილი და მახრჩობდა. ხელზე ვუკბინე კიდეც და დაზიანება აღენიშნებოდა.

ხორხზე კიდევ ერთი პოლიციელი მიჭერდა ხელებს, ეს იყო ლევან ვეზდენი. ვცდილობდი ხელების და ფეხების ქნევას მაგრამ წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი. ხელებზე ხელბორკილები მედო. ხელბორკილების ჯაჭვს ჭიმავდა ვლადიმერ ტოროსიანი. ვიწროვდებოდა ხელბორკილები, იკუმშებოდა და ორივე ხელზე სამგან კანი გადამეხსნა, ჭრილობებიდან სისხლი მდიოდა. ყველაზე მტკივნეული და მტანჯველი ეგ იყო, როდესაც ხელზე მაჭერდა შეკუმშული ხელბორკილები და ძვალი იფშვნებოდა. მაჭერდნენ ხელებს მუცელზეც, მაწვებოდნენ საშინლად. ამ ყველაფერს გამომძიებელი მერაბ ყულოშვილი ესწრებოდა. ასეთი მეთოდოლოგიით ცდილობდნენ, გული ამრეოდა და გადაყლაპული ნარკოტიკული ნივთიერება გადმომეგდო“, - იხსენებს დაკავებული.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. სამართალდამცველებმა ჩხრეკის ოქმში მიუთითეს, რომ ნარკოტიკის ამოღება მოხდა არა პოლიციის უფროსის მოადგილის კაბინეტში, არამედ წალკის ცენტრში, დაკავების ადგილას. ამასთან, ოქმის მიხევით, ბრალდებულის პირად ჩხრეკაში მხოლოდ ლევან ვეზდენი და ვლადიმერ ტოროსიანი მონაწილეობდნენ.

ბრალდებულის თქმით, პოლიციელებმა უთხრეს, რომ წამების შესახებ სასამართლოში არაფერი ეთქვა: „პირობა მომცეს, პატიმრობაში არ გაგიშვებთ, გირაოს მოვითხოვთ, ოღონდ წამება არ გაახმაუროო. ყველაფერზე დავთანხმდი და ხელი მოვუწერე. ხელი მოვუწერე იმაზეც, ვითომ ჩხრეკა კანონიერად ჩატარდა თითქოს იქ, სადაც დამაკავეს და პოლიციასთან პრეტენზია არ გამაჩნდა... სასამართლოში როდესაც სიმართლის მოყოლა დავიწყე, პოლიციელები დაიბნენ, არ ელოდნენ, ამისთვის მზად არ აღმოჩნდნენ“.

ადვოკატ თემურ მაგრაქველიძის განცხადებით, თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში დაკავებულმა პერანგი გაიხადა და მოსამართლეს იარები აჩვენა. როგორც ადვოკატი ამბობს, დროებითი მოთავსების იზოლატორმაც ვერ დამალა, რომ დაკავებული ნაცემი იყო.

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილმა ტოროსიანი, ყულოშვილი და ვეზდენი ცალ-ცალკე დაკითხა. პირველი არხის ცნობით, მათ მოსამართლეს დაუდასტურეს ყელში წაჭერისა და ყელიდან ნარკოტიკის ამოღების ფაქტი. სასამართლოს განჩინების მიხედვით, ტოროსიანმა თქვა, რომ ჩხრეკის დროს პოლიციის უფროსი და მოადგილე ადგილზე იმყოფებოდნენ და ჩხრეკაში ეხმარებოდნენ, თუმცა ჩხრეკის ოქმში ისინი არ ფიგურირებენ. პოლიციელმა ისიც დაადასტურა, რომ დაკავებულმა პოლიციის უფროსის მოადგილეს უკბინა.

მოსამართლე ბადრი ნიპარიშვილმა 27 ივლისის განჩინებაში მიუთითა, რომ ჩხრეკა უკანონო იყო და არ დააკმაყოფილა მარნეულის რაიონული პროკურატურის პროკურორის, გიორგი სახიაშვილის შუამდგომლობა საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის თაობაზე.

მოსამართლემ დადგენილებაში ასევე მიუთითა, რომ მეთოდს, რომლითაც პოლიციელები შეეცადნენ დაკავებულის მიერ გადაყლაპული ნარკოტიკული ნივთიერება ამოეღოთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წამებად განიხილავს: „სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება პრობლემურია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლით დაცული აბსოლუტური უფლების ჭრილში, რაც ეხება ღირსების შემლახავ, არაადამიანურ მოპყრობას“.

მოსამართლემ პროკურატურას მიუთითა, რომ გამოძიება სწრაფად და ეფექტურად დაეწყო, ამოეღო წალკის ცენტრიდან დაკავების კადრები, რაც დაადასტურებდა, მოხდა თუ არა ადგილზე ჩხრეკა. ასევე, დროულად დაენიშნა ექსპერტიზა ბრალდებულის და ირაკლი წულაიას სხეულის დაზიანების დასადგენად. სასამართლოს მიერ ამ მითითებების მიუხედავად, წამების სავარაუდო მსხვერპლს ექსპერტიზა არ ჩასტარებია. მის მიმართ გამოძიება მტკიცებულებათა არაარსებობის გამო შეწყდა.

პროკურატურამ გამოძიება ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო. ნიკოლოზ გადელიამ ჟურნალისტთან კომენტარი არ გააკეთა. ის და მისი მოადგილე, ირაკლი წულაია თანამდებობებს ინარჩუნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო უარს ამბობს ინფორმაციის გაცემაზე, წამებაში მხილებულთაგან დანარჩენი სამი პოლიციელიც ისევ რჩება თუ არა შს წალკის სამმართველოში.

წყარო:Reginfo.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42