შოტლანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც კანონის შესაბამისად, მშობლებს ეკრძალებათ შვილებისთვის სილის გაწნა,- ინფორმაციას SKY NEWS ავრცელებს.
შოტლანდიის პარლამენტში აღნიშნულ გადაწყვეტილებას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პოლიტიკოსების განცხადებით, ამ ფორმით მათ სურთ, რომ ზრდასრულთა ძალადობისგან იხსნან ბავშვები.
ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შოტლანდია იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც ბავშვებზე ფიზიკურ დასჯას მშობელთა მხრიდან განიხილავს როგორც კრიმინალურ აქტს.
კანონი მკაცრად ვრცელდება აგრეთვე სკოლასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში მომუშავე მასწავლებლებზეც.
შოტლანდიის მწვანეთა პარტიის წევრმა, ჯონ ფინმა განაცხადა, რომ 21-ე საუკუნეში ბავშვის აღზრდისთვის ფიზიკურ ძალადობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მისი თქმით, ბავშვები იმსახურებენ, ისეთი უფლებებითა და კანონის შესაბამისად დაცვის მექანიზმით სარგებლობდნენ, როგორიც ეს ზრდასრულებს გააჩნიათ.
მასალის გამოყენების პირობები






