უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მზადაა ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების წარმოებისთვის უკრაინელი სამხედროების ტყვეობიდან გამოსახსნელად.
„არავინ , არასდროს დაივიწყებს იმ ადამიანებს ,რომლებიც ტყვეობაში იმყოფებიან ოკუპირებული დონბასის ტერიტორიასა და ყირიმში. ჩვენ ამ საკითხის მოსაგვარებლად უნდა ვესაუბროთ რუსეთს“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მედიასთან საუბრისას.
ზელენსკის თქმით, მათ შეუძლიათ რუსეთის წარმომადგენლებს ნორმანდიული ოთხეულის ფორმატში ან უშუალოდ პირისპირ შეხვდნენ, სადაც ზემოხსენებულ პრობლემებს განიხილავენ.
მედიასთან ინტერვიუში მან აგრეთვე განაცხადა, რომ ხალხმა იგი იმიტომ აირჩია, რომ მათ ომის დასრულება სურდათ და ამისთვის იგი ყველანაირ ხერხს მიმართავს, რათა ქვეყანაში მშვიდობა დაამყაროს.
„ჩვენს ხალხს უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ მათზე სახელმწიფო ზრუნავს , ამიტომ აუცილებლად დავაბრუნებთ სახლში თითოეულ ადამიანს, რომელიც უკანონო ბანდფორმირებების მხრიდან იმყოფებიან ტყვეობაში“ ,- აღნიშნა ზელესნკიმ
მასალის გამოყენების პირობები






