სირიაში ქურთები სახლებს ტოვებენ და თურქულ დაბომბვებს გაურბიან (ვიდეო)
მსოფლიო - 11:39, 10 Oct, 2019     1985

თურქეთის შეიაღებული ძალების შეტევის შემდეგ ჩრდილოეთ სირიაში ჰუმანიტარული პრობლემები დღის წესრიგში დგება- რეგიონში მაცხოვრებელი ასიათასოით ადამიანი უკვე თავშესაფრის ძიებაშია, ისინი მასობრივად ტოვებენ საკუთარ საცხოვრებლებს ავიაციისა და არტილერიის უწყვეტი ცეცხლის გამო ,- ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შეტაკებების შედეგად უკვე გარდაიცვალა 8 ადამიანი - 3 ქურთი სამხედრო და 5 მშვიდობიანი მოქალაქე, ათეულობით ადამიანი კი დაბომბვების შედეგად მძიმედ დაშავდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქურთული შეიარაღებული ძალები ავრცელებენ.

საერთაშორისო დახმარების სააგენტოების განცხადებით, ასეულობით ათასი ადამიანი, რომლებმაც გაუძლეს ISIS-ის მასობრივ ხოცვა-ჟლეტას, დღესაც მიგრაციის ზღვარზე არიან თურქული სამხედრო შეტევების გამო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გზებზე საცობებია- ადამიანები ოჯახებთან ერთად მანქანებითა და სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით ცდილობენ გაექცნენ თურქულ ბომბებს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ქურთების 181 პოზიციაზე მიიტანეს შეტევა ზალპური ცეცხლის დანადგარებიდან და ბომბდამშენებიდან.

„აშშ-ს არ მიუცია მწვანე შუქი თურქეთისთვის“- პომპეო

ამერკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ განაცხადა რომ ამერიკის შეიარაღებული ძალების გამოყვანა ჩრდილოეთ სირიიდან არ ნიშნავდა თურქეთისთვის შეიარაღებული ოპერაციის დაწყებაზე მწვანე შუქის მიცემას.

არსებობს საფრთხე ISIS-ის აღდგენისა და გაძლიერების

ქურთული შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსნების განცხადებით, ისინი აჩერებენ სამხედრო ოპერაციას ჩრდილოეთ სირიაში ISIS-ის წინააღმდეგ. არსებობს საშიშროება იმისა, რომ თურქული სამხედრო შეტევის გამო აღდგება ISIS-ი, რასთან დაკავშირებითაც ამერიკელმა მაღალჩინოსნებმაც გამოთქვეს შეშფოთება- შესაძლებელია, მოხდეს დაეშის ჯარისკაცების გაქცევა იმ საპატიმროებიდან, რომელსაც აკონტროლებდნენ ქურთი პოლიციელები. მედიაში ვრცელდება ინფორმაციები იმის თაობაზე, რომ ქურთმა მებრძოლებმა ციხეებში მოწყობილი პოსტები დატოვეს, რადგან ისინი ემზადებიან თურქებთან შესაბრძოლებლად.








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42