არკანზასის მთავრობა უსახლკარო ადამიანებს 9.25 $-ს უხდის საათში ქალაქის ნაგვიგან დასუფთავებისთვი, რაც შტატის მინიმუალურ ხელფასზე 2 დოლარით მეტია,- ინფორმაციას ავრცელებს NEW YORK POST-ი
აღნიშნული ღონისძიება, რომელიც ქალაქ Little Rock-ში ამუშავდა, ძალზე წარმატებული აღმოჩნდა ქალაქის მერის, ფრენკ სკოტი-ის განცხადებით, რომელიც გეგმავს წლის ბოლომდე გააფართოვოს დასუფთავების პროგრამა.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ იმ შედეგით, რაც ჩვენ მიერ შემუშავებულმა პროექტმა ჰპოვა“,- მედიასთან ინტერვიუში განაცხადა პასტორმა პოლ ატკინსონმა, რომელიც პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელია.
უსახლკაროთა ფულადი დახმარების პროგრამა დაგეგმილი იყო რომ 6 თვის მანძილზე უნდა გაგრძლებულიყო, თუმცა მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, იგი 2020 წლის ბოლომდე გასტანს- აცხადებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი.
ქალაქის მერი აცხადებს, რომ მათ 380 უსახლკარო ადამიანი დაასაქმეს, რომელთა გაწეული საქმიანობის შედეგად, დასუფთავდა 130 ლოკაცია.
მასალის გამოყენების პირობები






