გაზეთმა NEW_YORK TIMES-მა, სენსაციური გამოძიების დეტალები გამოავლინა, თუ როგორ ატარებს რუსული ზესაიდუმლო სადაზვერვო ჯგუფი დესტაბილიზაციას დასავლეთის ქვეყნებში
სტატიაში აღნიშნულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავდაპირველად არეულობის შეტანის მცდელობა დაიწყო მოლდოვაში, შედმგომ უკვე იარაღის მოვაჭრის მკვლელობა ორჯერ სცადეს ბულგარეთში. სპეციალური ოპერაციის ჯგუფმა აგრეთვე სცადა გადატრიალების მოწყობა ჩერნოგორიაში, ბოლოს კი გასულ წელს ბრიტანეთში ყოფილი რუსი აგენტის, სკრიპალის მოკვლა სცადეს.
დასავლური სპეცსამსახურები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყველა ეს სპეცოპერაცია, რუსული ზესაიდუმლო სპეციალური ოპერატიული ძალების კოორდინირებული მუშაობების ნაწილია, რომელთა მიზანი ევროპის ქვეყნებში დესტაბილიზაციის კერების მოწყობაა.
საგანგებოდ დამუშავებული დავალებების შესასრულებლად შეიქმნა სპეციალური ზესაიდუმლო ჯგუფი, "განყოფილება 29155", რომელიც ელიტური მომზადების მქონე აგენტებით იქნა დაკომპლექტებული-ისინი სპეციალიზირებულნი არიან მკვლელობებზე, საბოტაჟსა და დივერსიებზე. ამ ჯგუფის არსებობის შესახებ, გამოცემის თქმით, რუსული სპეცსამსახურის ვერტიკალშიც კი ცოტამ თუ იცის.
რუსული სპეცდანაყოფის წევრები თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში-ზოგიერთი მათგანი ავღანეთის, ჩეჩნეთისა და უკრაინის ომის ვეტერანია. ევროპულმა სადაზვერვო სამსახურებმა ზემოაღნიშნული დანაყოფის იდენტიფიცირება მოახერხეს 2016 წელს ჩერნოგორიაში წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ- გეგმა ითვალისწინებდა პრემიერ-მინისტრის მკვლელობასა და პარლამენტის შენობის დაკავებას, თუმცა შეთქმულება ვერ განხორციელდა.
გავრცელებულ ინფორმაციაზე "ნიუ-იორკ თაიმსმა" კომენტარი რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერს, დიმიტრი პესკოვს სთხოვა, თუმცა მან ჟურნალისტი თავდაცვის სამინისტროში გადაამისამაღთა, სადაც ამერიკული გამოცემის შეკითხვებს პასუხი არ გასცეს.
მასალის გამოყენების პირობები






