დრონით გადაღებული შემაძრწუნებელი კადრები ვრცელდება ჩინეთიდან, სადაც ასხულია ასეულობით თვალებახვეული მამაკაცი, რომლებიც ზედამხედველებს გამოყავთ მატარებლიდან და აყენებენ რამდენიმე მწკრივად, შემდეგ კი ბრძანების თანახმად აჩოქებენ. კადრებში ჩანს, რომ ადამიანებს ხელებზე ბორკილები აქვთ დადებული და სპეციალური ოპერაციის ძალები ხელმძღვანელობენ,-ინფორმაციას ავრცელებსCNN
ვიდეო სოციალურ მედიაში ანონიმურად ატვირთეს გასულ კვირას. პატიმრები გამოწყობილნი არიან იასამნისფერ სამოსსა და სტაფილოსფერ ქამრებში, რომელსაც აწერია: „კაშგარის საპატიმროს ცენტრი“.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნულ საკითხზე მედიის მხრიდან დასმულ შეკითხვებს არ უპასუხა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაკავებულები არიან მუსულმანი უიღურები, რომლებიც ჩინეთში სინძიანის პროვინციაში ცხოვრობენ. ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ჩინეთის ცენტრალური ხელისუფლება სადამსჯელო ღონისძიებებს ატარებს ზემოხსენებული მუსლიმური ეთნიკური უმცირესობის მიმართ- ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით, უკანსკნელ წლებში ასეულობით ათასი უიღარი დააკავეს, რომელთაც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სპეციალურ სეგრეგაციულ ზონებში ათავსებდნენ საპატიმროებში.
ყოფილი პატიმრების განცხადებით, პირობები გაუსაძლისი იყო საკნებში, რომელთაც საკონცეტრაციო სტატუსის მქონე სატუსაღოების მსგავსი ელემენტები ჰქონდათ- მიმდინარეობდა ძალადობა და წამება დაკავებულ ადამიანებზე.
სინძიანის რეგიონში ჩინეთის ხელისუფლების მიერ სადამსჯელო ღონისძიებების გატარება რელიგიური უმცირესობების მიმართ დაგმეს აშშ-ს მაღალჩინოსნებმა- სავაჭრო დეპარტამენტმა 28 ორგანიზაციასა და ადგილობრივ საწარმოს სანქციები დაუწესა- თითოეული მათგანი შავ სიაში მოხვდა.
„ამერიკის მთავრობა და სავაჭრო დეპარტამენტი ვერ იქნება ტოლერანტული ჩინეთის ხელისუფლების მიერ ძალადობრივ ქმედებებსა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაზე ეთნიკური უმცირესობების მიმართ“ ,- განაცხადა აშშ-ს სავაჭრო მდივანმა, ვილბურ როსმა.
ჩინეთის ხელისუფლება გამოეხმაურა აშშ-ს კომენტარს და აღნიშნა რო სინძიანში ექსტრემიზმის აღსაკვეთად გარკვეული ჯგუფების მიმართ აუცილებელია მკაცრი ზომების განხორციელება.
მასალის გამოყენების პირობები






